"კრიშტიანუ რონალდუს აკადეემის მოედანზე გასვლამდე..." - პორტუგალიურმა მედიამ გიორგი ქოჩორაშვილის რიტუალს დიდი ყურადღება მიაქცია "კრიშტიანუ რონალდუს აკადეემის მოედანზე გასვლამდე..." - პორტუგალიურმა მედიამ გიორგი ქოჩორაშვილის რიტუალს დიდი ყურადღება მიაქცია » Footballnews "კრიშტიანუ რონალდუს აკადეემის მოედანზე გასვლამდე..." - პორტუგალიურმა მედიამ გიორგი ქოჩორაშვილის რიტუალს დიდი ყურადღება მიაქცია
გათიშვა

"კრიშტიანუ რონალდუს აკადეემის მოედანზე გასვლამდე..." - პორტუგალიურმა მედიამ გიორგი ქოჩორაშვილის რიტუალს დიდი ყურადღება მიაქცია

"კრიშტიანუ რონალდუს აკადეემის მოედანზე გასვლამდე..." - პორტუგალიურმა მედიამ გიორგი ქოჩორაშვილის რიტუალს დიდი ყურადღება მიაქცია
3 კვირის წინ
გიორგი სოხაძე

31 ივლისს პორტუგალიის სუპერ თასისთვის ერთმანეთს ორი ლისაბონური გუნდი, სპორტინგი და ბენფიკა დაუპირისპირდებიან.

მატჩი 31 ივლისს 23:45 საათზე გაიმართება.

გიორგი ქოჩორაშვილს აქვს შანსი, რომ ახალ კლუბში პირველი ტიტული მალევე მოიგოს.

ტარვმის შემდეგ ქართველი ნახევარმცველი დაბრუნდა და სუპერთასისთვის სათამაშოდ მზადაა.

პორტუგალიური მედია სპორტინგის მატჩის წინა ვარჯიშს დაესწრო, სადაც ქოჩორაშვილი დაინახეს.

“კარგი ამბავი რუი ბორჟესისთვის სუპერთასის წინ. ბენფიკასთან დაპირისპირების წინ გამართულ ვარჯიშზე, სხვებთან ერთად, იმყოფებოდა გიორგი ქოჩორაშვილიც, რომელმაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა, მაგრამ “ალგარვეზე” “არწევების” წინააღმდეგ შეხვედრაში მოედანზე გასვლას შეძლებს”.

კრიშტიანუ რონალდუს აკადემიის მოედანზე გასვლის წინ პორტუგალიურმა პრესამ ქოჩორას მიერ შესრულებულ "ცრურწმენაზე" ყურადღება გაამახვილა:

“სუპერთასის მატჩის წინ სპორტინგის ბოლო ვარჯიში პრესისთვის ღია 15 წუთის განმავლობაში იყო. ჟურნალისტებმა კრიშტიანუ რონალდუს აკადემიის მოედანზე გასვლის წინ გიორგი ქოჩორაშვილის ცრურწმენა დააფიქსირეს, რომელმაც ჩვეული რიტუალი შეასრულა.

ვარჯიშის დაწყებამდე ქართველმა ფეხბურთელმა ის პოზა მიიღო, რომლითაც გოლს აღნიშნავს ხოლმე, მაგრამ ამავდროულად, მწვანე გაზონზე გადასულმა ბალახიც დაყნოსა - ბენფიკასთან დერბისთვის მზადების ნიუანსი.

სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპზე თავის გამოჩენის შემდეგ, ქოჩორაშვილი “მწვანე-თეთრების” შემადგენლობაში ოფიციალურ დებიუტს ელოდება. სპორტინგის 14 ნომერმა უკვე გამოხატა თავისი ტიტულის მოგების ძლიერი სურვილი".

FACEBOOK კომენტარები