დიდი ფინანსური კრიზის დაძლევის შემდეგ დაიწერა, რომ ლიონი გიორგი მიქაუტაძის გაყიდვას არავითარ შემთხვევაში აღარ განიხილავდა.
ახლახანს გამოცემა, Madeingones.ouest-მა დაწერა, რომ ფრანგული კლუბი ქართველო ბომბარდირის გაყიდვას სულაც არ გამოირცხავს.
"ლიონი, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს, კვლავ ეძებს ფულს და შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე თავისი საუკეთესო მოთამაშეების გაყიდვა მოუწიოს. როგორც ადრე ვთქვით, მალიკ ფოფანა, "ლომების" ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, გუნდიდან წასვლას აპირებს. ახალგაზრდა ვინგერს, რომლის კონტრაქტიც 2028 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი, შეუძლია კლუბისთვის საკმაოდ კარგი თანხა გამოიმუშაოს.
ჩვენი ინფორმაციით, ბელგიელი ერთადერთი ფეხბურთელი არ არის, რომელმაც შესაძლოა კლუბი მომავალ ორშაბათამდე, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვისას დატოვოს. ლიონის ხელმძღვანელობა ახლა ღიაა 24 წლის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის შესაძლებლობისთვისაც. ლიონში დაბადებული საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი (37 მატჩი, 20 გოლი) ლიონში გაიზარდა და კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
იდეალურ შემთხვევაში, ლიონს თავისი 69-ე ნომრის გაყიდვა დიდი თანხის სანაცვლოდ სურს, რომლის საბაზრო ღირებულებაც Transfermarkt-ის მიერ 22 მილიონ ევროდაა შეფასებული. შეგახსენებთ, რომ "მეფე ჟორჟი" ლიონში 2024 წლის ზაფხულში მეციდან დაბრუნდა. მაშინ ლიონმა 18.5 მილიონი ევრო გადაიხადა (+ 4.5 მილიონი ევრო ბონუსების სახით, ასევე 1 მილიონ ევრომდე პროცენტი მომდევნო შესაძლო ტრანსფერზე)", - წერს გამოცემა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ