როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძე კარიერას ლიონიდან ვილიარეალში გააგრძელებს.
ტრანსფერის მთავარი მიზეზი ფრანგული კლუბის ფინანსური კრიზისი იყო, რის გამოც მათ ან ჟორჟი ან მალიკ ფოფანა უნდა გაეყიდათ.
საბოლოოდ ნამდვილი მყიდველი ქართველ ბომბარდირს გამოუჩნდა.
მიქაუტაძის წასვლას ლიონის ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი, სიდნი გოვუ L'equipe-თან ინტერვიუში გამოეხმაურა:
"მიქაუტაძე ბევრ გოლს იტანს, მაგრამ "მეცთან" ბოლო შეხვედრაში მომეჩვენა, რომ ფონსეკას სათამაშო სტილთან ადაპტირებული არ იყო. მწყინს, რომ ის კლუბს ტოვებს, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ, მიქაუტაძის შეცვლა უფრო ადვილია, ვიდრე ფოფანასი.
დღეს ევროპაში ისეთი ფეხბურთელის პოვნა, რომელსაც ფოფანას პროფილი აქვს, ძვირი დაგიჯდებათ", - განაცხადა გოვუმ.
დღეს ევროპაში ისეთი ფეხბურთელის პოვნა, რომელსაც ფოფანას პროფილი აქვს, ძვირი დაგიჯდებათ", - განაცხადა გოვუმ.