დუმილი საბოლოოდ დაირღვა! - ლიონში მიქაუტაძის ტრანსფერის რეალური მიზეზი დაასახელეს დუმილი საბოლოოდ დაირღვა! - ლიონში მიქაუტაძის ტრანსფერის რეალური მიზეზი დაასახელეს » Footballnews დუმილი საბოლოოდ დაირღვა! - ლიონში მიქაუტაძის ტრანსფერის რეალური მიზეზი დაასახელეს
გათიშვა

დუმილი საბოლოოდ დაირღვა! - ლიონში მიქაუტაძის ტრანსფერის რეალური მიზეზი დაასახელეს

დუმილი საბოლოოდ დაირღვა! - ლიონში მიქაუტაძის ტრანსფერის რეალური მიზეზი დაასახელეს
5 დღის და 12 საათის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძე კარიერას ლიონიდან ვილიარეალში გააგრძელებს.

ჟორჟს მშობლიურ კლუბში სურდა დარჩენა, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე ასე არ გამოვიდა.

ლიონის ტექნიკურმა დირექტორმა, მატიე ლუი-ჟანმა ბოლო ინტერვიუში სწორედ ამ ტრანსფერზე ისაუბრა:

"ჟორჟმა იცოდა, რომ ვილიარეალის ინტერესი არსებობდა. მან გააცნობიერა და ეს კვირა საღამოსაც დააფიქსირა, რომ კლუბი ყველაფერზე მაღლა დგას. იდეალურ შემთხვევაში, მას დარჩენა უნდოდა, ჩვენც გვინდოდა მისი შენარჩუნება, მაგრამ ბაზრის რეალობამ თავისი ქნა და ის წავიდა. საბოლოოდ, ეს იყო კიდეც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი: ბალანსის მიღწევა.
ჟორჟმა კარგად გაიგო სიტუაცია. ვილიარეალი მისთვის მიმზიდველი პროექტია. ესპანური ფეხბურთი უყვარს, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდოდა. მისთვის ეს იდეალური პროექტი იყო", - თქვა ლუი-ჟანმა.

FACEBOOK კომენტარები