კვარას იმაზე მეტი უნდა ჰქონდეს, ვიდრე აქვს - CIES-მა ფეხბურთელების ანაზღაურება შეაფასა კვარას იმაზე მეტი უნდა ჰქონდეს, ვიდრე აქვს - CIES-მა ფეხბურთელების ანაზღაურება შეაფასა » Footballnews კვარას იმაზე მეტი უნდა ჰქონდეს, ვიდრე აქვს - CIES-მა ფეხბურთელების ანაზღაურება შეაფასა
გათიშვა

კვარას იმაზე მეტი უნდა ჰქონდეს, ვიდრე აქვს - CIES-მა ფეხბურთელების ანაზღაურება შეაფასა

კვარას იმაზე მეტი უნდა ჰქონდეს, ვიდრე აქვს - CIES-მა ფეხბურთელების ანაზღაურება შეაფასა
1 დღის და 6 საათის წინ
გიორგი სოხაძე

საფეხბურთო ობსერვატორიამ CIES-მა საინტერესო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც მათ სტატისტიკის მიხედვით გამოთვალეს, თუ რომელ ფეხბურთელს როგორი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს.

CIES-მა ტოპ 100 ფეხბურთელი შეადგინა და პირველ ადგილზე კილიან მბაპე გაიყვანა, რომელსაც, მათი გამოთვლებით, წლიურად 22,8 მილიონი ევრო ეკუთვნის. ფრანგის რეალური ხელფასი მადრიდის რეალში კი წლიურად 31,2 მილიონი ევროა.

მეორე პოზიციას მუჰამედ სალაჰი იკავებს - 17,9 მილიონი ევრო.

მესამეს კი ჯუდ ბელინგემი - 17,5 მილიონი ევრო.

CIES-მა ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასიც შეაფასა. მათი აზრით, პსჟ-ს ქართველ შემტევს წლიურად 16,2 მილიონი ევრო უნდა ჰქონდეს, რაც ხვიჩას რეალურ ხელფასზე დაახლოებით 5 მილიონი ევროთი მეტია.

აღსანიშნავია, რომ კვარაზე წინ არიან: ვინისიუს ჯუნიორი (€16.2 მილიონი) ლამინ იამალი (€16.7 მილიონი), ლაუტარო მარტინესი (€16.7 მილიონი), ხულიან ალვარესი (€16.9 მილიონი), უსმან დემბელე (€16.9 მილიონი), დომინიკ სობოსლაი (€17.1 მილიონი) და ჟოაუ ნევეში (€17.3 მილიონი).

FACEBOOK კომენტარები