სად არის ვახო სალია და როდის ბრუნდება ქართველი - ინგლისში ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა სად არის ვახო სალია და როდის ბრუნდება ქართველი - ინგლისში ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა » Footballnews სად არის ვახო სალია და როდის ბრუნდება ქართველი - ინგლისში ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა
გათიშვა

სად არის ვახო სალია და როდის ბრუნდება ქართველი - ინგლისში ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა

სად არის ვახო სალია და როდის ბრუნდება ქართველი - ინგლისში ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა
2 საათის და 33 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს ვახტანგ სალია ნიუკასლს ოფიციალურად შეუერთდა.

სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც გვსურდა.

ახალგაზრდა ფორვარდს ჯერ ნიუკასლის არცერთ გუნდში არ უთამაშია - მიზეზი ტრავმაა.

ვახო გუნდში მისვლისთანავე დაიმტვრა.

ცნობილია, რომ ინგლისელები სალიაზე დიდ იმედებს ამყარებენ.

იხილეთ ნიუკასლის 21-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელის კომენტარი

"ყველა განადგურებული იყო იმის გამო, რომ ის კლუბში გადმოსვლისთანავე დაშავდა... ის საოცარი ახალგაზრდაა, სავარჯიშო მოედანზე იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევა და თავს როგორ აჩვენებს.

დარწმუნებული ვარ, გულში მისთვის ეს ძალიან მძიმე პერიოდი იყო, მაგრამ გარეგნულად ეს არასდროს უჩვენებია. ის მუდმივად პოზიტიურად არის განწყობილი."

კლუბის სამედიცინო შტაბი თვლის, რომ სალია გუნდთან ერთად ვარჯიშს დეკემბრის ბოლოში, ან იანვრის დასაწყისში დაიწყებს, თამაშებში კი 2026 წლიდან ჩაერთვება.

FACEBOOK კომენტარები