,,უოტფორდის" მთავარი მწვრთნელი ხავი გრასია ქართველ ფეხბურთელ გიორგი ჩაკვეტაძის მზადყოფნაზე საუბრობს და ამბობს, რომ მიუხედავად აშკარა პროგრესისა, მისი დაბრუნება მაინც ეტაპობრივად უნდა მოხდეს.
ინგლისის ჩემპიონშიპის მე-16 ტურში ,,უოტფორდი'' 22 ნოემბერს დერბი ქაუნთის სტუმრობს.
ჩაკვეტაძემ ცოტა ხნის წინ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა, თუმცა მწვრთნელი ამ შეხვედრაში მის მონაწილეობას გამორიცხავს.
გარსიას თქმით, ჩაკვეტაძე საკმაოდ დიდხანს იყო ტრავმირებული და ახლა მნიშვნელოვანია, რომ აღდგენის პროცესში არ იჩქარონ.
„გიორგი წინ მიიწევს, მაგრამ მას დრო სჭირდება. გუნდთან სრულფასოვნად ჩასართავად მოთმინებაა აუცილებელი, ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ის მალე დაგვიბრუნდეს, მაგრამ ახლა მთავარი მისი მხარდაჭერა და სწორი ტემპით დაბრუნებაა,“ – აღნიშნა გრასიამ.
26 წლის ქართველს უკვე თითქმის რვა თვეა ოფიციალურ მატჩს არ ჩატარებია. ამის მიუხედავად, გასულ სეზონში მას კარიერის ყველაზე დატვირთული პერიოდი ჰქონდა – უოტფორდში 39 მატჩი, თასზე ერთი და საქართველოს ნაკრებში 8 შეხვედრა, სადაც მას ჯამში 4 შედეგიანი ქმედება ჰქონდა.
ამჟამად ,,უოტფორდს" 20 ქულა აქვს და მე-15 პოზიციაზე იმყოფება, დერბი ქაუნთი კი 23 ქულით ათეულშია.
პლეი ოფის ზონამდე ,,უოტფორდს" მხოლოდ ხუთი ქულა აკლია, რაც გუნდისთვის რეალური მიზანი რჩება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
