ზაგრების „დინამოსა“ და შვედური „აიკის“ ყურადღება – გიორგი გულიაშვილი სამიზნე ზაგრების „დინამოსა“ და შვედური „აიკის“ ყურადღება – გიორგი გულიაშვილი სამიზნე » Footballnews ზაგრების „დინამოსა“ და შვედური „აიკის“ ყურადღება – გიორგი გულიაშვილი სამიზნე
გათიშვა

ზაგრების „დინამოსა“ და შვედური „აიკის“ ყურადღება – გიორგი გულიაშვილი სამიზნე

ზაგრების „დინამოსა“ და შვედური „აიკის“ ყურადღება – გიორგი გულიაშვილი სამიზნე
4 საათის და 28 წუთის წინ
გიორგი არახამია

ბოსნიისა და ჰერცეგოვინას სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სარაევოს“ შემტევი, გიორგი გულიაშვილი ევროპის რამდენიმე კლუბის ინტერესის ცენტრში მოექცა.

ადგილობრივი გამოცემა Radio Sarajevo წერს, რომ ხორვატული გრანდი, ზაგრების „დინამო“, ქართველი შემტევის თამაშს დეტალურად აკვირდება. 

კლუბის სკაუტები „სარაევოს“ უახლეს მატჩებს ადგილზე ესწრებოდნენ და ოფიციალურად გამოთქვეს დაინტერესება გულიაშვილის გადაბირებით.

გამოცემის ინფორმაციით, „დინამოს“ წარმომადგენელმა ჟურნალისტთან კონფიდენციალურად ისაუბრა:

„ჩვენ თვალს ვადევნებთ გულიაშვილის თამაშს და მის გადაბირებაში ინტერესს გამოვხატავთ".

ამასთან, შვედური „აიკიც“ აქტიურად განიხილავს გულიაშვილის დამატებას, Expressen-ი იუწყება, რომ კლუბმა თავდამსხმელის შეძენაზე უკვე შეთავაზება გააკეთა, თუმცა „სარაევომ“ ის უარყო.

მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში შვედური კლუბი ხელახლა წარუდგენს გაუმჯობესებულ წინადადებას.

„სარაევოს“ მაისურით მიმდინარე სეზონში გულიაშვილმა 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

გასულ სეზონში კი 26 შეხვედრაში 16 გოლი შეაგდო, რაც მისი შესანიშნავი ფორმის დასტურია.

FACEBOOK კომენტარები