კითხვას პასუხი გაეცა - გაიყიდება თუ არა გიორგი ჩაკვეტაძე იანვარში კითხვას პასუხი გაეცა - გაიყიდება თუ არა გიორგი ჩაკვეტაძე იანვარში » Footballnews კითხვას პასუხი გაეცა - გაიყიდება თუ არა გიორგი ჩაკვეტაძე იანვარში
გათიშვა

კითხვას პასუხი გაეცა - გაიყიდება თუ არა გიორგი ჩაკვეტაძე იანვარში

კითხვას პასუხი გაეცა - გაიყიდება თუ არა გიორგი ჩაკვეტაძე იანვარში
9 საათის და 11 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

უოტფორდის ხელმძღვანელმა, სკოტ დუქსბურიმ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა.

მან დაადასტურა, რომ იანვრის მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს არავინ დატოვებს, მათ შორის გიორგი ჩაკვეტაძე:

"გუნდის მთავარ მწვრთნელს, ხავის, ვუთხარით, რომ ისეთ მოთამაშეებს, რომელთა დაკარგვაც არ სურს, არ გავუშვებთ. ესენი არიან ლუზა, ჩაკვეტაძე და ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. ვფიქრობთ, ახლა მიზნის შუაგულში ვართ და გვჯერა, რომ ამ მიზანს მივაღწევთ. ცხადია, თუ გუნდის გაუმჯობესება და უკეთესი მოთამაშის დამატება დაგვჭირდება, ამაზე ვიმუშავებთ. მაგრამ იანვარში არ დავკარგავთ არც ერთ მოთამაშეს, რომლის დაკარგვაც არ გვინდა.

ვატა დაშავდა, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძე ნებისმიერ წამს უნდა დაბრუნდეს. როდესაც ვატა გვყავდა, რთული გასაგები იყო, როგორ დაბრუნდებოდა ჩაკვეტაძე, მაგრამ ახლა მისი დაბრუნებით ბევრი პრობლემა მოგვარდება.", - განაცხადა  სკოტ დუქსბურიმ.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ხანგრძლისი ტრავმის შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და 2026-წლამდე მინდორზე დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ.

FACEBOOK კომენტარები