"ადრე ამას ვერ ვხვდებოდი, ენრიკემ კი თვალი ამიხილა" - კვარაცხელიას სრული პრესკონფერენცია ტოტენჰემთან მატჩის წინ "ადრე ამას ვერ ვხვდებოდი, ენრიკემ კი თვალი ამიხილა" - კვარაცხელიას სრული პრესკონფერენცია ტოტენჰემთან მატჩის წინ » Footballnews "ადრე ამას ვერ ვხვდებოდი, ენრიკემ კი თვალი ამიხილა" - კვარაცხელიას სრული პრესკონფერენცია ტოტენჰემთან მატჩის წინ
გათიშვა

"ადრე ამას ვერ ვხვდებოდი, ენრიკემ კი თვალი ამიხილა" - კვარაცხელიას სრული პრესკონფერენცია ტოტენჰემთან მატჩის წინ

"ადრე ამას ვერ ვხვდებოდი, ენრიკემ კი თვალი ამიხილა" - კვარაცხელიას სრული პრესკონფერენცია ტოტენჰემთან მატჩის წინ
2 საათის და 2 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ, 26 ნოემბერს პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგაზე ტოტენჰემს უმასპინძლებს.

მატჩის წინა დღეს ხვიჩა კვარაცხელიამ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემებზე ისაუბრა:

"ბაიერნის წინააღმდეგ რთული მატჩი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმი უკეთ ვითამაშეთ. გვაქვს კიდევ ერთი შანსი, რომ ეს გამოვასწოროთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გამარჯვებისთვის.

არსებობს ბევრი ასპექტი, რაშიც შემიძლია გაუმჯობესება. შემიძლია მეტი გოლი გავიტანო და მეტი საგოლე გადაცემა გავაკეთო, ვცდილობ, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო.

ადრე ასეთი არ ვიყავი, შეტევაზე ვიყავი ორიენტირებული. თუმცა მივხვდი, რომ ყველა ფეხბურთელმა დაცვაში უნდა შეიტანოს წვლილი, ყველა თავდამსხმელი დაცვას უნდა დაეხმაროს. ამ მხრივ მწვრთნელის წყალობით მოვუმატე, ყველაფერს ვაკეთებ, 100%-ით მზად ვარ.

"ტოტენჰემის წინააღმდეგ რთული მატჩი გველის. ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის განსაკუთრებულია. ამ სეზონში უკვე ვითამაშეთ მათ წინააღმდეგ, ევროპის სუპერთასზე. რთული მატჩი იყო, მაგრამ მოვიგეთ. ხვალ ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ეს სხვა ტურნირია და კარგად მოვემზადეთ, გუნდი კარგ ფორმაშია და მოუთმენლად ველით.

ყველამ იცის, რომ მომწონს მარცხნივ თამაში, მაგრამ ფეხბურთში ადაპტაცია უნდა შეგეძლოს. კარგია, როცა შეგიძლია მარცხნივ ან მარჯვნივ თამაში", - განაცხადა ქართველმა ვინგერმა.

FACEBOOK კომენტარები