როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მეხუთ ტურში პსჟ-მ ტოტენჰემი ანგარიშით 5:3 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მინდორზე 79 წუთი გაატარა და თავი 1 საგოლე პასით გამოიჩინა.
ფრანგულმა მედიამ ქართველის თამაში შეაფასა:
Eurosport – 5 ქულა: "ყოველთვის ძალიან რთულია მისთვის ბურთის წართმევა, როცა ის სირბილს იწყებს. ქართველი მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს და შეეძლო ანგარიშის გახსნა დარტყმის შემდეგ, რომელიც კარს ოდნავ ააცილა. მიუხედავად იმისა, რომ მან ვიტინიაზე საგოლე გადაცემა გააკეთა, ტოტენჰემის მეორე გოლის დროს რეაგირება ვერ მოახდინა".
Foot Mercato – 6.5 ქულა: "მატჩის შედეგზე მის გავლენას სტატისტიკის ფურცელი სრულად ვერ აღწერს. ის პირველ ტაიმში პსჟ-ს შეტევების ლიდერი იყო და ხშირად კატალიზატორის როლს ასრულებდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ რამდენიმე პოზიციაზე თამაშობდა. ვიტინიას მეორე გოლზე საგოლე პასი გააკეთა. მეორე ტაიმში ინგლისელი მცველები ყოველ ჯერზე, როცა ბურთს იღებდა, დიდ ყურადღებას აქცევდნენ".
90min – 5 ქულა: "ქართველმა 30 წუთი საშუალოდ ითამაშა, სანამ მარცხენა ფლანგზე გადავიდოდა. მე-18 წუთზე გოლთან ახლოს იყო, როცა ვიკარიოს კარს მისი დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა. უცნაურია, მაგრამ მეორე ტაიმში თითქმის შეუმჩნეველი იყო და სანამ შეცვლიდნენ, ვიტინიას პენალტი დაუთმო".
RMCSport-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კი ხვიჩას მარჯვნივ გამწესებასთან დაკავშირებით ისაუბრა:
"ლუის ენრიკე მრავალფეროვნებითაა გატაცებული. ის იყო ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერ ადგილას თამაში შეეძლო, მაგრამ ყველას ამის გაკეთება არ შეუძლია. კვარა ასეთი არ არის. მარჯვენა ფლანგზე კვარა, არ მუშაობს"
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ