ასე სცემენ პატივს კვარას საუკეთესოები - შეხვედრა მესისთან და რონალდუსთან ასე სცემენ პატივს კვარას საუკეთესოები - შეხვედრა მესისთან და რონალდუსთან » Footballnews ასე სცემენ პატივს კვარას საუკეთესოები - შეხვედრა მესისთან და რონალდუსთან
გათიშვა

ასე სცემენ პატივს კვარას საუკეთესოები - შეხვედრა მესისთან და რონალდუსთან

ასე სცემენ პატივს კვარას საუკეთესოები - შეხვედრა მესისთან და რონალდუსთან
1 საათის და 7 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ხვიჩა კვარაცხელია საფეხბურთო სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

ამას ნათლად ადასტურებს ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დამოკიდებულება ქართველისადმი. 

პირველად ხვიჩა მესის ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე შეხვდა, სადაც ლეო მასთან პირადად მივიდა, ხელი ჩამოართვა და წარმატებები უსურვა.

ამის შემდეგ კვარა მესის ამერიკაში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზეც შეხვდა, სადაც მათ ერთმანეთს კვლავ თბილად შეეგებნენ.

კრიშტიანუს კი ის ევროპის ჩემპიონატზე შეხვდა, სადაც, მარცხის მიუხედავად, თამაშის შემდეგ პორტუგალიელმა კვარას მაისური უსახსოვრა და ანალოგიურად წარმატებები უსურვა.

FACEBOOK კომენტარები