"მიზეზი სწორედ ეს იყო" - არნე სლოტმა მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა "მიზეზი სწორედ ეს იყო" - არნე სლოტმა მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა » Footballnews "მიზეზი სწორედ ეს იყო" - არნე სლოტმა მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა
გათიშვა

"მიზეზი სწორედ ეს იყო" - არნე სლოტმა მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა

"მიზეზი სწორედ ეს იყო" - არნე სლოტმა მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა
34 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში, ლივერპული სანდერლენდს დაუპირისპირდება.

მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, წითლების მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა თამაშის ტემპის შესახებ ისაუბრა.

მან ერთ-ერთ მაგალითად პსვ-სთან მატჩიდან გიორგი მამარდაშვილის მომენიტ მოიყვანა, როდესაც ქართველმა მეკარემ ბურთის თამაშში შეყვანა გააჭიანურა, რამაც ენფილდზე შეკრებლი ქომაგი გააბრაზა:

"სწრაფად თამაში ყოველთვის მნიშვნელოვანია. იმ სიტუაციაში, როცა ბურთი მამარდაშვილს ჰქონდა, პსვ მაღალ პრესინგზე თამაშობდა, მაგრამ შეგვეძლო სამკუთხედის შექმნა, რაც იმ მომენტში ვერ გავაკეთეთ და ვფიქრობ, გიორგი ელოდა, რომ მასზე პრესინგს ითამაშებდნენ. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივზე ცოტა მეტ ხანს მოიცადა ვარიანტის მოსაძებნად.

მგონია, რომ ეს გამონაკლისი მომენტი იყო. სანდერლენდიც ასეთ მომენტებში პსვ-ს მსგავსი გუნდია. თამაშის დარჩენილი ნაწილი პსვ დაბალი ბლოკით თამაშობდა, რასაც არ ველოდით, მაგრამ ასე მოხდა. სანდერლენდი ორივე ასპექტს აერთიანებს - ისინი ან ძალიან მაღალ პრესინგს თამაშობენ, ან 11 ფეხბურთელით და მთელი ძალებით იცავენ თავს.

ამიტომაცაა მათ წინააღმდეგ თამაში რთული. ზოგადად, მნიშვნელოვანია თამაშის კარგად დაწყება, იდეალურ შემთხვევაში - გოლით. ვეცდებით, ხვალ ეს იმაზე უკეთ გავაკეთოთ, ვიდრე ბოლო დროს, რადგან ვესტ ჰემთან თამაშის გარდა, ხშირად გოლებს მატჩის სტარტზე ვუშვებდით", - აღნიშნა სლოტმა.

FACEBOOK კომენტარები