ფრაგნმა ჟურნალისტმა, დომენიკ სევერაკმა პარი სენ-ჟერმენის ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
მან განაცხადა, რომ ხვიჩა ჯერ-ჯერობით თავის ძველ ფორმას ვერ დაუბრუნდა:
"ხვიჩას შესახებ ვიტყოდი, რომ ამჟამად თავისი ფორმის აღდგენას ცდილობს. ბოლო სანაკრებო თამაშებმა მასზე დადებითად იმოქმედა და გუნდში უფრო აქტიური დაბრუნდა. მას პერიოდულად აქვს კუნთების დაჭიმულობები, რის გამოც რამდენჯერმე მიიღო ტრავმა. არ მგონია, რომ ახლა 100%-ით იყოს ფორმაში, განსაკუთრებით დაცვაში. ვისურვებდი, რომ მარცხენა ფლანგზე ითამაშოს, რადგან ამ ეტაპზე, ბრედლი ბარკოლა ამ პოზიციაზე თამაშს არ „იმსახურებს“. ზოგადად, ამ სეზონში, ბარკოლა არც ერთ პოზიციაზე არ იმსახურებს დიდი დროით თამაშს.
კვარაცხელიას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს თამაშზე, რადგან თანდაყოლილი თვისებების გარდა, ის ლიდერიცაა, მოთამაშე, რომელიც არასდროს ნებდება და სხვებსაც მოუწოდებს, რომ მას გაჰყვნენ. ისე კარგად ვერ თამაშობს, როგორც გასულ სეზონში თამაშობდა, მაგრამ ამას გარკვეულწილად სიახლის ნაკლებობასაც მივაწერ. მას შეუძლია გაუმჯობესება, ამისთვის კი უფრო მარტივად უნდა ითამაშოს, უფრო მეტი პასი გააკეთოს და დრიბლინგზე ნაკლები ფოკუსირება მოახდინოს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მას საშუალოზე მაღალი ხედვა აქვს და ამ თვისებას საკმარისად არ იყენებს.“
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ