"ხვიჩას უმაღლესი კლასი აქვს და მორჩა!" - ლუის ენრიკემ კვარა კრიტიკისგან დაიცვა "ხვიჩას უმაღლესი კლასი აქვს და მორჩა!" - ლუის ენრიკემ კვარა კრიტიკისგან დაიცვა » Footballnews "ხვიჩას უმაღლესი კლასი აქვს და მორჩა!" - ლუის ენრიკემ კვარა კრიტიკისგან დაიცვა
გათიშვა

"ხვიჩას უმაღლესი კლასი აქვს და მორჩა!" - ლუის ენრიკემ კვარა კრიტიკისგან დაიცვა

"ხვიჩას უმაღლესი კლასი აქვს და მორჩა!" - ლუის ენრიკემ კვარა კრიტიკისგან დაიცვა
1 დღის და 2 საათის წინ
გიორგი სოხაძე

ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენი რენს ხვიჩა ამარცხებს.

ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან მაგარი მატჩი ჰქონდა.

ქართველმა დუბლი შეასრულა და გარდა ამისა ბრწყინვალედ ითამაშა.

მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ თამაში შეაფასა და ხვიჩას შესახებაც ისაუბრა:

"შეიძლება ითქვას, ყველაფერი იდეალურად იყო. ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ. რენი საკმაოდ კარგად თამაშობდა და ასეთ წაგებას არ იმსახურებდა. ანგარიში მეტისმეტად მკაცრი გამოვიდა.

ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც უყვარს გამოწვევები. გვინდა არსებობდნენ გუნდები, რომლებიც ასევე იბრძოლებენ ჩემპიონის ტიტულისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს სირთულეები.  

რაც შეეხება კვარას, მახსოვს გუშინ თქვენი კოლეგები მისვამდნენ შეკითხვას იმისთან დაკავშირებით, თითქოს მას მატჩების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. ზოგიერთებს ის ჩემპიონთა ლიგაში სხვანაირი ეჩვენებათ, ლიგა 1-ში - სხვანაირი. კვარასთან მიმართებაში ეჭვები არ შეიძლება არსებობდეს. ის სხვანაირია - სანახაობრივია, აქვს მენტალიტეტი და უმაღლესი კლასი”, - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

FACEBOOK კომენტარები