დიდი აღიარება! - ხვიჩა კვარაცხელიას საფრანგეთში ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს დიდი აღიარება! - ხვიჩა კვარაცხელიას საფრანგეთში ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს » Footballnews დიდი აღიარება! - ხვიჩა კვარაცხელიას საფრანგეთში ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
გათიშვა

დიდი აღიარება! - ხვიჩა კვარაცხელიას საფრანგეთში ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

დიდი აღიარება! - ხვიჩა კვარაცხელიას საფრანგეთში ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
6 საათის და 58 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ლიგა 1-ის მე-15 ტურში პარი სენ-ჟერმენმა რენი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან მაგარი მატჩი ჰქონდა.

ქართველმა დუბლი შეასრულა და გარდა ამისა ბრწყინვალედ ითამაშა.

ფანგულმა გამოცემა, MaxiFoot-მა ხვიჩა კვარაცხელია მე-15 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

"სეზონის სტარტზე შედარებით პასიურმა კვარაცხელიამ რენთან მატჩში ხელახლა აღმოაჩინა ყველა ის ხარისხი, რაც მას განსაკუთრებულს ხდის: დინამიკურობა, ინიციატორობა და ერთი მოქმედებით მატჩის ბედის შეცვლის უნარი.

ხვიჩამ პირველი გოლი გაიტანა მაშინ, როდესაც პარი სენ-ჟერმენს სრული კონტროლი ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამყარებული, მისმა მეორე ბურთმა კი წერტილი დასვა. სტაბილური, შთამაგონებელი და გადამწყვეტი. კვარაცხელია, პირველ ტაიმში პრესინგის ქვეშ მყოფი პარი სენ-ჟერმენის შეტევების მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო,“ - წერს MaxiFoot.

FACEBOOK კომენტარები