მოულოდნელი ინფორმაცია პორტუგალიური მედიიდან - რა დაიწერა გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ მოულოდნელი ინფორმაცია პორტუგალიური მედიიდან - რა დაიწერა გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ » Footballnews მოულოდნელი ინფორმაცია პორტუგალიური მედიიდან - რა დაიწერა გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ
გათიშვა

მოულოდნელი ინფორმაცია პორტუგალიური მედიიდან - რა დაიწერა გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ

მოულოდნელი ინფორმაცია პორტუგალიური მედიიდან - რა დაიწერა გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ
23 საათის და 55 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის სპოტრინგში ცოტა სათამაშო დროს იღებს.

პორტუგალიური მედია წერს, რომ 26 წლის ქართველი ნახევარმცველის მომავალი ლისაბონურ კლუბში ბუნდოვანია:

“გიორგი ქოჩორაშვილმა სპორტინგში მოლოდინი ვერ გაამართლა და მომავალში სიურპრიზებს უნდა ელოდოს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი “ალველადეში” გასულ ზაფხულს მოვიდა, მაგრამ რუი ბორჟესის გუნდში თავისი ადგილის პოვნას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

პროცესში ჩართული პირებისგან შევიტყვეთ, რომ სპორტინგი მზადაა, სეზონის შემდეგ წინადადებები განიხილოს. იქამდე ნახევარმცველს კიდევ ექნება მწვრთნელის ნდობის მოპოვების საშუალება, თუმცა დანიელ ბრაგანსას დაბრუნებება მის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. ამ დროისთვის ქოჩორაშვილი ძირთადის უპირობო წევრის მორტენ იულმანის, ჰიდემასა მორიტასა და ჟოაო სიმოეშის ჩრდილშია. ფორმის აღდგენიის შემდეგ, ქართველ ფეხბურთელს უკან ბრაგანსაც მოიტოვებს, სპორტინგში თავისი სტატუსიდან გამომდინარე.

მართალია, მომავალ ზაფხულს იულმანის შესაძლო წასვლამ და მორიტას მოსალოდნელმა აბარგებამ,  26 წლის ფეხბურთელისთვის ადგილი უნდა გამოათავისუფლოს, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ სპორტინგის ხელმძღვანელობა, პირველი თვეებიდან გამომდინარე, არ არის დარწმუნებული მის შესაძლებლობებში”, - წერს გამოცემა Leonino.

FACEBOOK კომენტარები