"ყველა თასს მნიშვნელობა აქვს..." - ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი მატჩამდე "ყველა თასს მნიშვნელობა აქვს..." - ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი მატჩამდე » Footballnews "ყველა თასს მნიშვნელობა აქვს..." - ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი მატჩამდე
გათიშვა

"ყველა თასს მნიშვნელობა აქვს..." - ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი მატჩამდე

"ყველა თასს მნიშვნელობა აქვს..." - ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი მატჩამდე
20 საათის და 29 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში დღეს კატარში პარი სენ-ჟერმენი ფლამენგოს დაუპირისპირდება.

მატჩამდე პარიზელთან შვიდიანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მედიასთან ისაუბრა:

"ყველა თასს მნიშვნელობა აქვს, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტიტულია, ამისთვის მზად ვართ. ეს არის ჩვენი ბოლო შანსი, რომ ამ წელს ტიტული მოვიგოთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად. ყველა ტიტული პრივილეგიაა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კატარი პსჟ-ს მეორე სახლია. ასეთ ატმოსფეროში თამაში დიდებულია. როგორც მწვრთნელმა გვითხრა, „ფლამენგო'' დიდებული გუნდია, რთული მატჩი იქნება, 100%-ით მზად უნდა ვიყოთ."

კვარას ასევე ერთი მოულოდნელი კითხვას დაუსვეს:

"სალაჰი პსჟ-ში ერთ დღეს? მისი მომავლის განხილვა ჩემი საქმე არაა. ის დიდებული მოთამაშეა, საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ ვიმეორებ, ეს ჩემი საქმე არაა, რომ ამ კითხვას ვუპასუხო.“

FACEBOOK კომენტარები