"მინდა პირველობისთვის ვიბრძოლო" - ლივერპულის მესამე მეკარე "მინდა პირველობისთვის ვიბრძოლო" - ლივერპულის მესამე მეკარე » Footballnews "მინდა პირველობისთვის ვიბრძოლო" - ლივერპულის მესამე მეკარე
გათიშვა

"მინდა პირველობისთვის ვიბრძოლო" - ლივერპულის მესამე მეკარე

"მინდა პირველობისთვის ვიბრძოლო" - ლივერპულის მესამე მეკარე
20 საათის და 4 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ლივერპულის საკუთრებაში მყოფმა ჩეხმა მეკარემ, ვიტესლავ იაროშმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა:

"თუ ვიტყვი, რომ ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ, მაშინ როგორღა შევძლებ განვითარებას? რთული სათქმელია, როდის ვიქნები მზად, რომ „ლივერპულის“ პირველი ნომერი გავხდე, განსაკუთრებით ისეთი ძლიერი კონკურენტების პირობებში, როგორებიც ალისონ ბეკერი და გიორგი მამარდაშვილი არიან. 

ათი ადგილის დაკავება მარტივი არ არის, თუმცა საბოლოო მიზანი სწორედ ესაა. ამისთვის ვიბრძოლებ და როდესაც ჩემს მიზანს მივაღწევ, შემდეგი, რისი გაკეთებაც მინდა, ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.“

მოგახსენებთ, რომ 24 წლის მეკარე ლივერპულმა 2017 წელს სლავია პრაღადან შეიძინა. იაროში 3 სეზონის განმავლობაში მერსესაიდული კლუბის ასაკობრივი გუნდის კარს იცავდა, შემდეგ პირველ გუნდშიც დააწინაურეს, თუმცა მხოლოდ ერთხელ მიეცა თამაშის საშუალება.

ცნობისთვის, ის ახლა იჯარის წესით ამსტერდამის აიაქსში იმყოფება.

FACEBOOK კომენტარები