"ეს ჩაკვეტაძის საუკეთესო პოზიციაა" - უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგის შესახებ ისაუბრა "ეს ჩაკვეტაძის საუკეთესო პოზიციაა" - უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგის შესახებ ისაუბრა » Footballnews "ეს ჩაკვეტაძის საუკეთესო პოზიციაა" - უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგის შესახებ ისაუბრა
გათიშვა

"ეს ჩაკვეტაძის საუკეთესო პოზიციაა" - უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგის შესახებ ისაუბრა

"ეს ჩაკვეტაძის საუკეთესო პოზიციაა" - უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგის შესახებ ისაუბრა
2 დღის და 8 საათის წინ
გიორგი სოხაძე

უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა, ხავი გარსიამ ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა:

"გასულ კვირას ჩაკვეტაძის სკამზე დასმა ტექნიკური გადაწყვეტილება იყო. გიორგი ძალიან კარგი მოთამაშეა, მაგრამ მას დრო სჭირდება, რომ თავი უკეთ იგრძნოს და თავისი მაქსიმუმი აჩვენოს. ჩვენ ეს ვიცით, თუმცა მის ხარისხში ეჭვი არ გვეპარება – ის გუნდს მომდევნო თამაშებში დაეხმარება.

ჩემი აზრით, გიორგის საუკეთესო პოზიცია მარცხენა ვინგერის ამპლუაა. თუმცა, ჩემი გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ სად ითამაშებს, მხოლოდ ერთ მოთამაშეს არ ეხება – ეს მთლიან თერთმეტეულზეა დამოკიდებული. როდესაც სასტარტო შემადგენლობას ადგენ, უნდა იპოვო ბალანსი და გაითვალისწინო არა მხოლოდ ერთი ფეხბურთელის, არამედ ყველას მახასიათებლები“. - თქვა ხავი გრასიამ.  

FACEBOOK კომენტარები