ლოჩოშვილი ნიუნბერგის საუკეთესო ფეხბურთულად აღიარეს - რას წერენ ქართველ მცველზე გერმანიაშ ლოჩოშვილი ნიუნბერგის საუკეთესო ფეხბურთულად აღიარეს - რას წერენ ქართველ მცველზე გერმანიაშ » Footballnews ლოჩოშვილი ნიუნბერგის საუკეთესო ფეხბურთულად აღიარეს - რას წერენ ქართველ მცველზე გერმანიაშ
გათიშვა

ლოჩოშვილი ნიუნბერგის საუკეთესო ფეხბურთულად აღიარეს - რას წერენ ქართველ მცველზე გერმანიაშ

ლოჩოშვილი ნიუნბერგის საუკეთესო ფეხბურთულად აღიარეს - რას წერენ ქართველ მცველზე გერმანიაშ
1 დღის და 22 საათის წინ
გიორგი სოხაძე

მიმდინარე სეზონში ლუკა ლოჩოშვილი ნიუნბერგის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია.

27 წლის ქართველი მცველი გუნდის მთავარი მწვრთნელის, მიროსლავ კლოზეს მიერ დაკისრებულ მოვალეობას იდეალურად ასრულებს.

ლოჩოს კარგმა ფორმამ გერმანული გამოცემა BILD-ის ყურადღება მიიქცია:

"შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ ლუკა უკანასკნელ პერიოდში „ნიურნბერგის“ საუკეთესო მოთამაშეა. ორთაბრძოლების დროს ბურთის ართმევის 62,5-პროცენტიანი მაჩვენებელი მის საოცარ ფორმაზე მეტყველებს.

გარდა ამისა, ლოჩოშვილმა „ფიურტთან“ დერბიში ბურთი გაიტანა და გატანასთან ახლოს იყო „შალკესთან“ (0:1) წაგებული თამაშის ბოლო წუთებშიც - ამ შემთხვევაში ქართველს რომ გაეტანა, „ნიურნბერგი“ „ფელტინს არენაზე“ 2011 წლის შემდეგ პირველად არ წააგებდა. ლუკას კარგი პირველი პასი აქვს და როდესაც მისი გუნდი აგებს, შეტევებში ხშირად ერთვება", - წერს BILD.

FACEBOOK კომენტარები