ესპანური გამოცემა, Cadena SER კადიზის ქართველი შემტევის, იური ტაბატაძის შესახებ წერს.
მათ ტაბატაძის რეგრესს გაუსვეს ხაზი:
"კადისმა იური ტაბატაძე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს გაიფორმა. მისი ტრანსფერი ქართული ფეხბურთიდან დიდ ინტერესს იწვევდა, იბერია 1999-ის ყოფილმა მოთამაშემ კი გუნდზე მყისიერი გავლენა მოახდინა. მან არა მხოლოდ სადებიუტო მატჩში გაიტანა და ალბასეტესთან შეხვედრაში კადისს სამი მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა, არამედ სოციალურ ქსელებში აქტიურობითა და ქალაქთან სწრაფი ადაპტაციითაც დაამახსოვრა თავი ყველას. გარდა ამისა, იგი სანსესთან მატჩის გმირი გახდა, სადაც ორი ეფექტური გოლით გაისკა გარიტანოს გუნდს ქულა მოუპოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველი თავდამსხმელი უდავო ლიდერი და ამჟამინდელი საუკეთესო ბომბარდირია, მისი ფორმა ვარდნას განიცდის. ეს გასაგებიცაა, რადგან გოლების გატანის ასეთი ტემპისა და ეფექტურობის შენარჩუნება რთულია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დრომდე ის მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ხვდებოდა, გაისკა გარიტანომ მას უკვე მიუთითა ფორმის გაუარესებაზე. ბასკი მწვრთნელი თავიდან თითქოს სწრაფად ეგუებოდა წნეხს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტაბატაძე საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს და მისი დებიუტი ესპანეთის წინააღმდეგ შედგა, მისი თამაშის ხარისხი დაღმავალი გზით წავიდა.
სანაკრებო პაუზის გამო ალმერიასთან მატჩის გამოტოვების შემდეგ, ტაბატაძემ სეგუნდა დივიზიონის ზედიზედ ცხრა შეხვედრიდან რვაში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. გრანადაში გამართული თამაშის გარდა, ქართველი ყველა მატჩს პირველივე წუთებიდან იწყებდა. თუმცა, ანდორასთან შეხვედრაში ბასკმა მწვრთნელმა მისი შესვენებისას შეცვლა გადაწყვიტა. კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა კულტურალ ლეონესასთან მატჩი, სადაც იუსი დიარასთან ერთად, ის პირველივე ტაიმის 38-ე წუთზე შეცვალეს. მინიშნება მოთამაშის მიმართ ნათელი იყო და გარიტანოს თავი არ შეუზღუდავს.
იმ მომენტიდან მისი ვარდნა სათამაშო დროის სიმცირესა და ხარისხში თვალსაჩინო გახდა. კორდობასა და რასინგთან მატჩებში ის სათადარიგო იყო და მოედანზე შესაბამისად 18 და 22 წუთი გაატარა. სარაგოსასთან შეხვედრაში კი, მიუხედავად იმისა, რომ მოედნის კიდეზე ხურდებოდა, ტრანსფერისა და განაცხადში მოხვედრის შემდეგ პირველად მოხდა, რომ მას საერთოდ არ უთამაშია.
შესაბამისად, ტაბატაძემ დაკარგა ადგილი შემადგენლობაში და ის საწყისი იმპულსი, რამაც იგი კადისის კერპად და ბასკი მწვრთნელის საკვანძო მოთამაშედ აქცია. მიუხედავად იმისა, რომ ფანების სიყვარული კვლავ ძალაშია, ქართველმა მდგომარეობა უნდა გამოასწოროს. უპირველეს ყოვლისა, მისი გოლის გატანის უნარი გადამწყვეტია. გუნდისთვის, რომელსაც სეზონის დასაწყისიდანვე გოლების დეფიციტი აქვს, მისი ორივე ფეხით დარტყმისა და მომენტის გამოყენების უნარი მნიშვნელოვანი პლუსია. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ არის, რადგან გადაწყვეტილების მიღების პროცესი კიდევ ერთი სფეროა, სადაც მას გაუმჯობესება სჭირდება.
მიუხედავად ამისა, ის არც მანამდე იყო ისეთი იდეალური, როგორც ჩანდა და არც ახლაა ისეთი ცუდი მხოლოდ იმის გამო, რომ არ თამაშობს. ადაპტაციის პერიოდში, რომელიც საოცრად სწრაფი აღმოჩნდა, მან ფორმა ბასკი მწვრთნელის მოთხოვნების შესაბამისი შრომით უნდა დაიბრუნოს, რათა გაზარდოს სათამაშო დრო და, ვინ იცის, იქნებ იმაზე მალე დაუბრუნდეს ძირითად შემადგენლობას, ვიდრე მოსალოდნელია“.
წყარო: Crystalsport
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ