იტალიურმა გამოცემამ, La Gazzetta Dello Sport-მა ნაპოლის შეტევის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა.
ისინი წერენ, რომ მიუხედავად პარტენოპეის წარმატებებისა, მათ ქართველის შემცვლელი დღემდე არ ჰყავთ:
"დავიდ ნერეში თავდაპირველად ძირითადად მარცხენა ფლანგზე სათამაშოდ შეიძინეს - სწორედ იმ პოზიციაზე, რომელსაც ქართველი ფეხბურთელი იკავებდა. თავად ანტონიო კონტეც, კვარაცხელიას პსჟ-ში წასვლამდე, ბრაზილიელს ხშირად და წარმატებითაც იყენებდა მარცხენა ფრთაზე. თუმცა, შემდეგ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. მარცხნივ თამაშისას ნერეში, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად არ გამოიყურებოდა, თითქმის არასოდეს იყო გადამწყვეტი ფიგურა და, რაც მთავარია, უჭირდა გზის პოვნა მეტოქის კარისკენ.
ვითარება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტემ დავიდ ნერეში მუდმივად მარჯვენა ფლანგზე გადაიყვანა. მწვრთნელმა მას სთხოვა, რომ ხაზთან კი არ გაჩერებულიყო, არამედ უფრო ხშირად ცენტრისკენ შემოწეულიყო. შედეგმაც არ დააყოვნა: ბრაზილიელმა გატანილი გოლების რაოდენობა გააორმაგა (მიმდინარე სეზონში უკვე 6 გოლი აქვს, გასულ სეზონში არსებული 3-ის წინააღმდეგ). რაც მთავარია, მან დაიწყო მეტოქის დაცვის ხაზების განადგურება არა მხოლოდ შეცვლიდან (როგორც ადრე ხდებოდა), არამედ სასტარტო შემადგენლობიდანვე.
ჯოვანი მანამ შეიძლება ვერ იპოვა კვარაცხელიას პირდაპირი მემკვიდრე (ქართველი ფეხბურთელის ფასეულობიდან გამომდინარე, ვერც მონდომებული ნოა ლანგი გახდება ასეთი), მაგრამ მან ნამდვილად აღმოაჩინა ჩემპიონი, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ეს არის გამარჯვებით დასრულებული „შეცდომა“...", - წერს La Gazzetta Dello Sport.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ