"ჩვენი შეტევის ლიდერი..." - როგორ ეხმაურებიან პსჟ-ს ფანები კვარაცხელიას ტრავმას "ჩვენი შეტევის ლიდერი..." - როგორ ეხმაურებიან პსჟ-ს ფანები კვარაცხელიას ტრავმას » Footballnews "ჩვენი შეტევის ლიდერი..." - როგორ ეხმაურებიან პსჟ-ს ფანები კვარაცხელიას ტრავმას
გათიშვა

"ჩვენი შეტევის ლიდერი..." - როგორ ეხმაურებიან პსჟ-ს ფანები კვარაცხელიას ტრავმას

"ჩვენი შეტევის ლიდერი..." - როგორ ეხმაურებიან პსჟ-ს ფანები კვარაცხელიას ტრავმას
1 დღის და 8 საათის წინ
გიორგი სოხაძე

4 იანვარს, ლიგა 1-ის მეჩვიდმეტე ტურში პსჟ "პარიზს" უმასპინძლებს. ფრანგი ჟურნალისტის, არტურ პეროს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ გუშინდელ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის გამოც უახლოეს მატჩში მისი თამაში საეჭვოა.

წყაროს ცნობით, ხვიჩა ამჟამად სახლშია და ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. ლუის ენრიკე ქართველთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ, მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღებს.

არსებულ ვითარებას პარიზული გრანდის ფანები ეხმაურებიან:

"ოღონდ მისი ტრავმა არა! კვარა ძალიან საჭიროა"

"იმედია ყველაფერი კარგადაა და ის მალე დაბრუნდება"

"ის ჩვენი შეტევის ლიდერია, მის გარაშე გაგვიჭირდება"

"დავიტანჯეთ ტრავმებით! იმედია ხვიჩა ჯანმრთელადაა და პარიზთან ითამაშებს"

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში "კვარამ" 20 მატჩში 6 გოლის გატანა და 5 შედეგიანი პასის შესრულება მოახერხა.

პსჟ-სა და "პარიზის" დაპირისპირება 4 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

FACEBOOK კომენტარები