"მაკტმოინეი კვარაცხელიას შემდეგ საუკეთესოა, ვინც..." - რა თქვა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა "მაკტმოინეი კვარაცხელიას შემდეგ საუკეთესოა, ვინც..." - რა თქვა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა » Footballnews "მაკტმოინეი კვარაცხელიას შემდეგ საუკეთესოა, ვინც..." - რა თქვა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა
გათიშვა

"მაკტმოინეი კვარაცხელიას შემდეგ საუკეთესოა, ვინც..." - რა თქვა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა

"მაკტმოინეი კვარაცხელიას შემდეგ საუკეთესოა, ვინც..." - რა თქვა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა
6 საათის და 57 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ერთ-ერთმა გავლენიანმა იტალიელმა ჟურნალისტმა, მასიმო დ’ალესანდრომ ინტერისა და ნაპოლის შეხვედრა შეაჯამა.

მან პარტენოპეის ამჟამინდელი ლიდერი, სკოტ მაკტომინეიზე ვრცლად ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა:

"ეს ფრე გამარჯვებასავით ჟღერს. სერია A-მ მადლობა უნდა გადაუხადოს „ნაპოლის“, რადგან ჩემპიონატს ინტრიგას უნარჩუნებს. ინტერი ფიქრობდა, რომ დაღლილ გუნდს დაუპირისპირდებოდა, თუმცა რეალობა სხვა აღმოჩნდა - ეს გუნდი ისე ჰგავს თავის მწვრთნელს, როგორც არასდროს. კონტე დიდი მწვრთნელია, ნაპოლი კი - უდიდესი გუნდი.

რაც შეეხება მაკტომინეის, ის ბოლო ხუთ წელიწადში სერია A-ში ჩამოსული საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელია კვარაცხელიას შემდეგ. მას კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს და ცოტას გამოიმუშავებს, ამიტომ იმედი მაქვს, კონტრაქტის განახლების საკითხი მალე დადგება დღის წესრიგში.“

FACEBOOK კომენტარები