ქართველმა საფეხბურთო მენეჯემ,ა ლევან სეთურიძემ გადაცემა "ტაიმაუტთან" ინტერვიუ ჩაწერა.
მან თავისი ერთ-ერთი ფეხბურთელის, ვახტანგ სალიას შესახებ ისაუბრა და დაადასტურა, რომ ქართველი ნიუკასლში რჩება:
"სალიამ პროგრესს ნაადრევად მიაღწია. 16 წლის ასაკში „ტორპედოს“ გაუტანა და „ნიუკასლთან“ მოლაპარაკებებიც საკმაოდ სპონტანურად დაიწყო. ინგლისური კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მამარდაშვილის სანახავად იყო ჩამოსული და ვახშამზე აღნიშნა, რომ სალიას პოზიციაზე ერთი არაევროკავშირელი ფეხბურთელისთვის ადგილი თავისუფალი ჰქონდათ. ამის შემდეგ ყველაფერი სწრაფად განვითარდა და დაკვირვებაც დაიწყო.
ვახო ინგლისში წავიდა და პრესეზონის დაწყებამდე კუნთის ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო. ამის მიუხედავად, გუნდში დატოვეს, ადაპტაციაც კარგად მიმდინარეობს და იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში მას „ნიუკასლის“ მაისურით ვიხილავთ.
ახალგაზრდას ინგლისის პრემიერლიგაში სათამაშოდ ქულების სისტემა სჭირდება, თუმცა ინგლისელებმა სალიას მიმართ დიდი ნდობა გამოხატეს და მასზე სერიოზული ავანსი გასცეს. „ნიუკასლთან“ ჩვენს თბილ და კარგ ურთიერთობაზე ისიც მეტყველებს, რომ ფეხბურთელის გასხვისება არ განიხილეს – მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე საუბრები არსებობდა. შესაძლოა, მალე ამ გუნდში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელიც ვიხილოთ.
სალიას გასხვისების საშიშროება ამ ეტაპზე არ დგას, რადგან კლუბს სურს, რომ ის „ნიუკასლის“ პროექტის ნაწილად დარჩეს და ახალგაზრდულ პრემიერლიგაში თამაშით განვითარდეს. გუნდში მასზე ფსონი დადეს და ახლა ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ყველაფერი“, – თქვა სათურიძემ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ