როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში პარი სენ-ჟერმენისა და ნიუკასლის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
აღნიშნულ შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიამ ანტონი ელანგასთან შეჯახების დროს კოჭის არეში დაზიანება მიიღო.
ქართველმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მინდორი კოჭლობით დატოვა.
დადასტურდა, რომ კვარას ტრავმიდან 2 კვირაში დაბრუნდება.
არსებულ სიტუაციას პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი, ფაბრის პანკრატი ეხმაურება:
"ის გუნდის საკვანძო ფიგურაა. ზუსტი დიაგნოზისთვის ლოდინია საჭირო, თუმცა განმეორებით კადრებში ჩანს, რომ კოჭი საკმაოდ უხერხულად გადაუბრუნდა. მირჩევნია ოპტიმისტად დავრჩე - თუ საქმე მხოლოდ ერთ ან ორ კვირას ეხება, ეს პრობლემა არაა, მაგრამ ერთი თვით ან მეტით ჩამოშორება უკვე მტკივნეული იქნება.
კვარაცხელიას აქვს ატიპური, ტექნიკური თამაშის სტილი, რომელსაც გარდატეხის შეტანა შეუძლია. დეზირე დუე რაღაცით ჰგავს მას, თუმცა ხვიჩას უფრო დიდი ხედვა აქვს, ვიდრე სხვებს. მას აქვს ნიჭი, აიყოლიოს თანაგუნდელები და მუდმივი მოძრაობით დააბნიოს მეტოქის დაცვა, რაც სივრცეებს განაპირა მცველებსაც უთავისუფლებს. მისი არყოფნა პარიზელთა შეტევას შეაფერხებს, თუმცა გუნდს სხვა იარაღებიც მოეპოვება".
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ