"კვარას გოლზე ერთი რამის თქმა შემიძლია" - ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ "კვარას გოლზე ერთი რამის თქმა შემიძლია" - ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ » Footballnews "კვარას გოლზე ერთი რამის თქმა შემიძლია" - ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ
გათიშვა

"კვარას გოლზე ერთი რამის თქმა შემიძლია" - ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ

"კვარას გოლზე ერთი რამის თქმა შემიძლია" - ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ
6 საათის და 17 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ლიგა 1-ის 21-ე ტურში "პსჟ" "მარსელს" დაუპირისპირდა და მარტივი გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის მეორე ტაიმში მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიაც ვიხილეთ, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა და 7.5 შეფასება მიიღო.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკემ ქართველზეც ისაუბრა:

"შაბათს მკითხეთ, რატომ იყო დემბელე არასტაბილური. ახლა გეტყვით, რომ მომწონს ისეთი არასტაბილური მოთამაშეები, როგორიც უსმანია. ის ბურთით სხვა მოთამაშე იყო და პსჟ-ში ბურთის გარეშეც შესანიშნავი გახდა. პრესინგით, თავისი დონის დემონსტრირებით. ის ძალიან განსაკუთრებულია და სწორედ ამიტომაა "ოქროს ბურთის" მფლობელი. უსმანის მეორე გოლი საოცარი იყო, ისევე როგორც კვარას გოლი. თუმცა, მათი ინდივიდუალური შესრულების ხაზგასმის ნაცვლად, მინდა გამოვყო ის ფაქტი, რომ გუნდმა ძალიან აგრესიულად იბრძოლა.

ასეთი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობისთვის. რამდენიმე ძალიან კარგი მატჩი ვითამაშეთ, მაგრამ შეგვიძლია უფრო სწრაფად ვითამაშოთ. გასული სეზონის ტრაექტორიას ვაგრძელებთ და სეზონის საუკეთესო ნაწილი წინაა", - განაცხადა ესპანელმა.

FACEBOOK კომენტარები