ლიგა 1-ის გასულ ტურში პარი სენ-ჟერმენმა რენთან უსუსტესი თამაში აჩვენა და შედეგად 3:1 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ უსმან დემბელემ მედიასთან თამამი განცხადება გააკეთა, სადაც გუნდელებს შეუტია:
"სანამ საკუთარ თავზე ვიფიქრებთ, კლუბისთვის უნდა ვითამაშოთ“.
ფრანგულ მედიაში ვარაუდობენ, რომ დემბელეს საუბარი დეზირე დუესა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ჰქონდა:
"ჯერ კიდევ გასულ უქმეებზე, „მარსელთან“ მატჩისას, „ოქროს ბურთის“ მფლობელმა დუე რამდენჯერმე მკაცრად გააკრიტიკა. დეზირე კარის წინ გამაოგნებელ უნიათობას იჩენდა, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში მან დემბელეს რეალური საგოლე შანსი მაინც შეუქმნა. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველი ფეხბურთელი „რენთან“ შეხვედრაში დიდად ვერაფრით გამოირჩეოდა“, - წერს L'eauipe.
"სურდა თუ არა მას, როდესაც გადაფარვით თქვა, რომ გუნდს საკუთარ თავში ჩახედვა სჭირდება, რომელიმე პარტნიორის მიზანში ამოღება? თუ ასეა, ვისი? დეზირე დუესი თუ ხვიჩა კვარაცხელიასი, რომლებიც მოედნიდან ერთი საათის შემდეგ ისე გაიყვანეს. არც ერთ მათგანს გუნდისთვის დღეს სარგებელი არ მოუტანია“, - წერს LeParisien.
ფრანგის ამ განცხადებას გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკეც გამოეხმაურა:
"დემბელეს განცხადება? მატჩის შემდეგ ფეხბურთელები შედეგს ემოციურად აფასებენ. მე არ დავუშვებ, რომ რომელიმე ფეხბურთელმა პირადი ინტერესები კლუბის ინტერესებზე მაღლა დააყენოს - ამის გარანტიას მე გაძლევთ. ამას არც სპორტული დირექტორი და კლუბის პრეზიდენტი დაუშვებენ. მატჩის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, ამიტომ დემბელეს განცხადებას არ შევაფასებ“.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ