ცნობილია, რა შემთხვევაში ითამაშებს მამარდაშვილი ლივერპულის შემადგენლობაში ცნობილია, რა შემთხვევაში ითამაშებს მამარდაშვილი ლივერპულის შემადგენლობაში » Footballnews ცნობილია, რა შემთხვევაში ითამაშებს მამარდაშვილი ლივერპულის შემადგენლობაში
გათიშვა

ცნობილია, რა შემთხვევაში ითამაშებს მამარდაშვილი ლივერპულის შემადგენლობაში

ცნობილია, რა შემთხვევაში ითამაშებს მამარდაშვილი ლივერპულის შემადგენლობაში
5 საათის და 9 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის.

არ ველოდით, რომ ქართველი პრემიერ ლიგაში სასტარტოდან ითამაშებდა, თუმცა თასზე არ თამაშმა სიტუაცია გაამწვავა.

ამის შესახებ ლივერპულთან დაახლოებული გამოცემა Anfieldwatch წერს:

"როდესაც ქართველმა მეკარემ „ლივერპულთან“ კონტრაქტი გააფორმა, ალბათ იცოდა, რომ ძალიან რთული იქნებოდა ალისონ ბეკერის ადგილის დაკავება, რადგან ბრაზილიელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეა.

მამარდაშვილმა „წითლების“ რიგებში ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 9 შანსი სექტემბრის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისამდე მიიღო, როდესაც ალისონი დაშავდა.

ქართველი ასევე შეიყვანეს სათასო შეხვედრებში „საუთჰემპტონის“ და „ბარნსლის“ წინააღმდეგ. ბევრი გულშემატკივარი ელოდა, რომ მამარდაშვილი „ბრაიტონის“ წინააღმდეგ ასოციაციის თასზე სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებდა, თუმცა ალისონმა ადგილი შეინარჩუნა. როგორც ჩანს, ქართველი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ ალისონი დაშავდება.

როდესაც „ლივერპულმა“ მამარდაშვილის ტრანსფერი (25 მილიონ ფუნტ სტერლინგი) გამოაცხადა, მეკარე თავის პოზიციაზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო და ბევრი მას ალისონის გრძელვადიან მემკვიდრედ მიიჩნევდა“.

FACEBOOK კომენტარები