"გოლების გატანის გამო მასზე დამატებითი წნეხი არ არსებობს" - უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე "გოლების გატანის გამო მასზე დამატებითი წნეხი არ არსებობს" - უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე » Footballnews "გოლების გატანის გამო მასზე დამატებითი წნეხი არ არსებობს" - უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე
გათიშვა

"გოლების გატანის გამო მასზე დამატებითი წნეხი არ არსებობს" - უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე

"გოლების გატანის გამო მასზე დამატებითი წნეხი არ არსებობს" - უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე
23 საათის და 6 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა, ედ სტილმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ მედიასთან ისაუბრა:

"ჩაკვეტაძის სათამაშო კომპონენტების ერთობლიობა ძალიან პოზიტიურია. რა თქმა უნდა, მოხარულები ვიქნებით, თუ სეზონის ბოლომდე თავის თამაშს გოლებსაც შემატებს, მაგრამ ამის გამო მასზე დამატებითი წნეხი არ არსებობს.

ვფიქრობ, გოლის გატანის საკმარისი რესურსი გვაქვს მოედნის ყველა მონაკვეთზე – როგორც თავდამსხმელების, ისე ცენტრალური მცველების მხრიდან.

მჯერა, რომ სეზონის ბოლომდე ჩაკვეტაძე გაიტანს იმ გოლებს, რომლებიც ასე გვჭირდება, თუმცა მისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხვდება საჭირო პოზიციებზე, საიდანაც მომენტების შექმნა როგორც საკუთარი თავისთვის, ისე გუნდისთვის შეუძლია“ - თქვა ედ სტილმა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ჩაკვეს ყვითლების მაისურით 17 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე კი 1 საგოლე პასია.

FACEBOOK კომენტარები