რა უპასუხა მამარდამ, როცა საუდის არაბეთში გადასვლის ზღაპრული წინადადებით მიმართეს რა უპასუხა მამარდამ, როცა საუდის არაბეთში გადასვლის ზღაპრული წინადადებით მიმართეს » Footballnews რა უპასუხა მამარდამ, როცა საუდის არაბეთში გადასვლის ზღაპრული წინადადებით მიმართეს
გათიშვა

რა უპასუხა მამარდამ, როცა საუდის არაბეთში გადასვლის ზღაპრული წინადადებით მიმართეს

რა უპასუხა მამარდამ, როცა საუდის არაბეთში გადასვლის ზღაპრული წინადადებით მიმართეს
7 საათის და 49 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, საქართველოს ნაკრების და "ლივერპულის" კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე იყო. Transfermarkt-ი მას 40 მილიონ ევროდ აფასებდა. ახლა მისი ღირებულება 28 მილიონი ევროა.

ლივერპულში გადასვლამდე, Diario AS-ი იუწყებოდა, რომ "ღამურების" მიერ გიორგის თაობაზე მიღებული ერთადერთი შეთავაზება, რომლის ღირებულებაც 40 მილიონ ევროს აღწევდა, საუდის არაბეთიდან იყო წამოსული.

როგორ გაირკვა, ტრანსფერი თავად მამარდაშვილმა დაბლოკა. ქართველ მეკარეს მხოლოდ ევროპულ გრანდში სურდა თამაში და იმ დიდმა ფინანსურმა ცდუნებამ, რომელიც არაბულ წინადადებას ახლდა თან, მას თავის ოცნებაზე უარი ვერ ათქმევინა.

შემდეგ კი, რა და როგორ მოხდა, ყველას კარგად მოგვეხსენება.

FACEBOOK კომენტარები