"დააყენეთ მამარდა ძირითადში!" - ინგლისური პრესა სლოტს მიმართავს "დააყენეთ მამარდა ძირითადში!" - ინგლისური პრესა სლოტს მიმართავს » Footballnews "დააყენეთ მამარდა ძირითადში!" - ინგლისური პრესა სლოტს მიმართავს
გათიშვა

"დააყენეთ მამარდა ძირითადში!" - ინგლისური პრესა სლოტს მიმართავს

"დააყენეთ მამარდა ძირითადში!" - ინგლისური პრესა სლოტს მიმართავს
14 საათის და 48 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ინგლისის ასოციაციის თასის მერვედფინალში ლივერპული ვულვზს დაუპირისპირდება.

მერსესაიდულ გუნდთან დაახლოებული გამოცემა, Anfield Watch ასახელებს 5 ცვლილებას, რომელსაც არნე სლოტმა ამ შეხვედრაში უნდა მიმართოს.

ერთ-ერთი გიორგი მამარდაშვილია:

"ბოლო ცნობების მიხედვით, ქართველი ფეხბურთელი სკამზე ყოფნით უკმაყოფილოა. მას შემდეგ, რაც ასოციაციის თასის მესამე რაუნდში, ბარნსლის წინააღმდეგ ითამაშა, ძირითად შემადგენლობაში არ დაუწყია. მამარდაშვილის დაყენება შესაძლებლობა იქნება, რომ დაცვაში რაღაც შეიცვალოს. მითუმეტეს, რომ ბოლო პერიოდში, ალისონის ფეხით თამაში კვლავ კრიტიკის ქვეშ მოექცა.

თუ ლივერპული მართლაც აპირებს რიჩარდ ჰიუზის გეგმას გაჰყვეს და ალისონი მამარდაშვილით ჩაანაცვლოს, მაშინ არნე სლოტმა იგი უფრო ხშირად უნდა გამოიყენოს“, - წერს ინგლისური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი დღეს 23:59 საათზე დაიწყება.

FACEBOOK კომენტარები