"ხვიჩა და მე ექსტროვერტები არ ვართ..." - ნგონგეს ემოციური სიტყვები კვარაზე "ხვიჩა და მე ექსტროვერტები არ ვართ..." - ნგონგეს ემოციური სიტყვები კვარაზე » Footballnews "ხვიჩა და მე ექსტროვერტები არ ვართ..." - ნგონგეს ემოციური სიტყვები კვარაზე
გათიშვა

"ხვიჩა და მე ექსტროვერტები არ ვართ..." - ნგონგეს ემოციური სიტყვები კვარაზე

"ხვიჩა და მე ექსტროვერტები არ ვართ..." - ნგონგეს ემოციური სიტყვები კვარაზე
14 საათის და 35 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ხვიჩა კვარაცხელიამა და სირილ ნგონგემ ნაპოლიში ერთად სულ რაღაც 1 წელი გაატარეს, თუმცა კარგად დაახლოვდნენ.

მათ ურთიერთობა დღემდე არ გაუწყვეტიათ.

რამდენიმე დღის წინ ნგონგე კვარას პარიზშიც ესტუმრა.

25 წლის ბელგიელმა ფეხბურთელმა L'equipe-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ქართველი მეგობრის შესახებ ისაუბრა:

"ხვიჩა და მე ექსტროვერტები არ ვართ. როცა ნაპოლიში მივედი, რთულ პერიოდს გავდიოდით და ცოტა სტრესიც იყო, მაგრამ ჩვენ მაშინვე დავმეგობრდით და მას შემდეგ ურთიერთობა არ გაგვიწყვეტია.

ის ყოველდღე მელაპარაკება საქართველოზე და მეუბნება, რომ ეს მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაა - მომავალ ზაფხულს ერთი კვირით იქ მივდივარ.

ხვიჩა ჯერ ახლა გახდა 25 წლის და მისგან მომავალში ბევრ რამეს ვნახავთ. მას ისევე შეიყვარებთ, როგორც მე მიყვარს!".

აქვე მოაგხსენებთ, რომ პარტნოპეი ნგონგემაც დატოვა. ის ამჟამად ესპანიოლის ღირსებას იცავს.

FACEBOOK კომენტარები