ცნობილი ფრანგული გამოცემა, L'equipe პარი სენ-ჟერმენის ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატიას აქვეყნებს.:
"ადგილი მოედანზე და განწყობა: ხვიჩა კვარაცხელია თავდაჯერების ძიებაში - როგორ დაიბრუნოს ძველი ფორმა პსჟ-ში"
"ხშირად მარჯვენა ფლანგზე „გამომწყვდეული“ და დარტყმებისას ზოგჯერ არაზუსტი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ბოლო კვირებში პსჟ-ს რიგებში თავის შესაძლებლობებს სრულად ვერ ავლენს. ამ პარასკევს პარიზული კლუბი მონაკოს მასპინძლობს. არის თუ არა ამ ყველაფერში გენიალური ვინგერის ბრალეულობა? მხოლოდ ნაწილობრივ.
პსჟ-ს გასულ ისტორიულ სეზონში ახალწვეულის როლზე ათასჯერ დაიწერა. ის ბრწყინვალე ფინალი (ჩემპიონთა ლიგაზე ინტერის წინააღმდეგ, 5:0) და შთაბეჭდილება, რომ 2025 წლის იანვარში 70 მილიონ ევროდ ნაყიდ მებრძოლს პარიზული მაისური მუდამ ეცვა. წელს კი, იმ "ბრალდების“ მიღმაც, რომ თითქოს ფეხბურთელი თამაშებს არჩევს და ამის მიხედვით იხარჯება, საერთო შთაბეჭდილება ნაკლებად მკაფიოა. კვარაცხელიას, რომელსაც გენიალური გაელვებები შეუძლია, სტაბილური სტატისტიკის მიუხედავად (9 გოლი, 6 საგოლე გადაცემა), თამაშში უწყვეტობა აკლია.
დებატების მთავარი თემა მისი სათამაშო პოზიციაა. ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამ მატჩში ლუის ენრიკემ მარცხენა ფლანგზე ბრედლი ბარკოლას დაყენება არჩია, რაც კვარას ხარჯზე მოხდა - ის მარჯვნივ გაამწესეს. ეს სადავო გადაწყვეტილებაა იმ მოთამაშის (ბარკოლას) სასარგებლოდ, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე წელიწადზე მეტია გოლი არ გაუტანია. ეს არჩევანი ყოფილ ნეაპოლელს საშუალებას არ აძლევს, სრულად გამოავლინოს თავისი ფინტების არსენალი და ის დრიბლინგი, რომელიც მარცხენა ფლანგზე ასეთი ეფექტურია.
მარჯვნივ კვარა ხშირად ბოჭვით თამაშობს და ვერ იყენებს იმ დარტყმას, რომელმაც სერია A-ს მეკარეების თითქმის მთელი თაობა გააწამა. იქამდე ხომ არ მივიდა საქმე, რომ მან საკუთარ საფირმო შესაძლებლობებში რწმენა დაკარგა? ეს კითხვა აქტუალურია. „ლე ავრთან“ მატჩში (1-0), მიუხედავად იმისა, რომ მარცხნივ განამწესეს, მან ბევრი ფუჭი დარტყმა შეასრულა (ჯამში შვიდი). ზოგადად, მისი კარში დარტყმების სიზუსტის მაჩვენებელი (37,8%) კვლავ ჩამორჩება დიდი ფეხბურთელების სტანდარტებს.
აიძულებს თუ არა სათამაშო პოზიციის ცვლა მას, შეცვალოს თავისი თამაში და, შესაბამისად, დაკარგოს ინდივიდუალობა? ქართველი, რომელიც სიტყვაძუნწი პერსონაჟია და მისი „ამოცნობა“ ყოველთვის ადვილი არ არის, თანაგუნდელებთან რაიმე სახის უკმაყოფილებას არ გამოხატავს. თუმცა, მისმა ზოგიერთმა ინდივიდუალურმა ქმედებამ ზოგიერთი მათგანის გაღიზიანება გამოიწვია, კარგად ნაცნობი თემით - „ის მარტო თამაშობს“. თუმცა, ეს იმ დონემდე არ მისულა, რომ ის გასახდელს მოსწყდეს.
ბარკოლას ცენტრში გადაყვანას, თუნდაც ეს დროებითი იყოს, ერთი პლუსი ექნება: ქართველ ვინგერს ნამდვილი შესაძლებლობები მიეცემა თავის საყვარელ ფლანგზე. იმ ფონზე, როდესაც უსმან დემბელეს ფორმასთან დაკავშირებით ეჭვები ბოლომდე არ გაფანტულა, პსჟ-ს სეზონის ბედი, სავარაუდოდ, სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას ფეხებზეა დამოკიდებული...“, - წერს გამოცემა.
წყარო: Crystalsport
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ