არნე სლოტმა დუმილი დაარღვია! - რა თქვა ლივერპულის თავკაცმა მამარდაშვილზე არნე სლოტმა დუმილი დაარღვია! - რა თქვა ლივერპულის თავკაცმა მამარდაშვილზე » Footballnews არნე სლოტმა დუმილი დაარღვია! - რა თქვა ლივერპულის თავკაცმა მამარდაშვილზე
გათიშვა

არნე სლოტმა დუმილი დაარღვია! - რა თქვა ლივერპულის თავკაცმა მამარდაშვილზე

არნე სლოტმა დუმილი დაარღვია! - რა თქვა ლივერპულის თავკაცმა მამარდაშვილზე
2 საათის და 43 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ერთ-ერთ მატჩის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა ჩვენთვის საინტერესო თემაზე, მეკარის პოზიციაზე, ისაუბრა:

"იდეალურ სამყაროში მეკარე არ გჭირდება... ეს ნიშნავს, რომ იმდენად კარგად იცავ თავს, რომ არ გჭირდება მეკარე, რომელიც მნიშვნელოვან სეივებს აკეთებს. თუმცა ჩვენთვის კარგია, რომ თუ მეკარე გვჭირდება, შესანიშნავი გვყავს. ის უკვე შვიდი წელია აქ თამაშობს.

კარგია, რომ არა მხოლოდ ერთი კარგი მეკარე გვყავს, არამედ გიორგი მამარდაშვილიც, რომელიც ასევე შეიძლება პირველი ნომერი იყოს. ლივერპული მეკარეების მხრივ ძალიან კარგ მდგომარეობაშია და ასეა უკვე ამდენი წელია. სანამ გიორგი აქ იქნებოდა, კელეჰერი გვყავდა და ის ძალიან კარგად თამაშობდა თუმცა, ალისონი ყოველთვის პირველი ნომერი იყო და ეს იმაზე მეტყველებს, რამდენად კარგია ის, თუ მას შეუძლია კელეჰერის და გიორგის უკან დატოვება", - განაცხადა სლოტმა.

FACEBOOK კომენტარები