"ფაქტობრივად აჩუქეს პსჟ-ს" - კვარას საოცარ თამაშს ჩელსისთან იტალიაში საინტერესოდ ეხმაურებიან "ფაქტობრივად აჩუქეს პსჟ-ს" - კვარას საოცარ თამაშს ჩელსისთან იტალიაში საინტერესოდ ეხმაურებიან » Footballnews "ფაქტობრივად აჩუქეს პსჟ-ს" - კვარას საოცარ თამაშს ჩელსისთან იტალიაში საინტერესოდ ეხმაურებიან
გათიშვა

"ფაქტობრივად აჩუქეს პსჟ-ს" - კვარას საოცარ თამაშს ჩელსისთან იტალიაში საინტერესოდ ეხმაურებიან

"ფაქტობრივად აჩუქეს პსჟ-ს" - კვარას საოცარ თამაშს ჩელსისთან იტალიაში საინტერესოდ ეხმაურებიან
5 საათის და 30 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პსჟ საკუთარ მოედანზე ჩელსის დაუპირისპირდა და 5:2 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელიც შეცვლიდან შევიდა და დუბლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.

ქართველის პერფორმანსს იტალიური მედია ეხმაურება, რომელშიც ხვიჩა საკმაო პოპულარობით სარგებლობს:

"მორიგი არაჩვეულებრივი თამაში ფეხბურთელისგან, რომელიც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მომავალში ოქროს ბურთს მოიგებს. შარშან ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენზე“ ბრწყინვალე შთაბეჭდილება მოახდინა და ახლა, სატრანსფერო ფანჯრის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, 75 მილიონი ევრო, რომელიც „ნაპოლიმ“ მის სანაცვლოდ მიიღო, ძალიან ცოტა ჩანს.

პარტენოპეიმ პსჟ-ს კვარაცხელია აჩუქა? რამდენი მილიონით მეტის მიღება შეეძლოთ, უფრო მკაცრი პოლიტიკა რომ გამოეჩინათ? „ნაპოლის“ დადანაშაულება გადაჭარბება იქნებოდა. მართალია, კლუბის მენეჯმენტს შეეძლო უფრო მკაცრად ემოქმედა, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი ძალიან მარტივია. გვახსოვდეს, რომ მან ანტონიო კონტეს ვერ გაუგო და აიძულებდნენ, განაპირა მცველის პოზიციაზე ეთამაშა და არა გარემარბად.

რა თქმა უნდა, „ნაპოლის“ შეეძლო კვარაცხელია ზაფხულში გაეშვა და ეს უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა, თუმცა „პარტენოპეიმ“ სკუდეტო მაინც მოიგო. პსჟ-ში გადასვლამდე ქართველ ფეხბურთელს „ნაპოლიში“ 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ჰქონდა. ის გუნდში ბედნიერი არ იყო და ამას ყველა ხედავდა.

75 მილიონი დაბალი თანხაა, მაგრამ „პარტენოპეი“ გარისკვას მოერიდა. თანაც ის, რაც გასული სეზონის მეორე ნახევარში მოხდა, ნამდვილად არ იყო გარანტირებული. იანვრის შემდეგ კვარაცხელიამ 7 გოლი გაიტანა, „პარი სენ-ჟერმენს“ ტრებლი მოაგებინა და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიტანა.

მიმდინარე სეზონში მან 11 ბურთი შეაგდო და ჩემპიონთა ლიგა მისი სტიქიაა. 10 შეხვედრაში მას უკვე 6 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა აქვს — საოცარი სტატისტიკა, რომელიც ამტკიცებს, რომ ნამდვილად უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. „ჩელსისთან“ ნაჩვენები თამაში დასტურია იმისა, რომ კვარაცხელიას შეუძლია მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მამოძრავებელი ძალა იყოს. დღესდღეობით კი მის სატრანსფერო ღირებულად 100 მილიონ ევროზე ნაკლების დასახელება შეუძლებელი იქნება“, - წერს იტალიური გამოცემა SpazioNapoli.

FACEBOOK კომენტარები