ლივერპულს მამარდაშვილის თაობაზე დაუკავშირდნენ - მედიაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა ლივერპულს მამარდაშვილის თაობაზე დაუკავშირდნენ - მედიაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა » Footballnews ლივერპულს მამარდაშვილის თაობაზე დაუკავშირდნენ - მედიაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა
გათიშვა

ლივერპულს მამარდაშვილის თაობაზე დაუკავშირდნენ - მედიაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა

ლივერპულს მამარდაშვილის თაობაზე დაუკავშირდნენ - მედიაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა
6 საათის და 48 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ გიორგი მამარდაშვილს ლივერპულის რიგებში სათამაშო დრო არ ეძლევა, რაც დიდ უკმაყოფილებას იწვევს, რადგან, როცა ქართველი კარში იდგა, მან თავი მშვენივრად წარმოაჩინა.

ცნობილი ბრიტანული გამოცემა, TeamTealk ირწმუნება, რომ წითლებს გიორგის თაობაზე რამდენიმე კლუბი უკვე დაუკავშირდა.

როგორც ცნობილი გახდა, ლივერპულმა ალისონ ბეკერთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა, რაც მამარდას წასვლის შანსებს საკმაოდ ზრდის.

საუბარია 1-წლიან იჯარაზე, რითიც, გამოცემის ცნობით, რამდენიმე კლუბი ინტერესდება.

TeamTealk წერს, რომ მამარდაშვილის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კლუბმა გამოითხოვა.

"მამარდაშვილის მიმართ ინტერესი იზრდება და ევროპული და ინგლისური კლუბები აკვირდებიან, „ლივერპული“ განიხილავს თუ არა მის იჯარას ან ტრანსფერს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მომდევნო სეზონის დაწყებამდე „წითლების“ გეგმები მეკარეებთან მიმართებით როგორი იქნება,“ — წერს ბრიტანული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ლივერპულმა მამარდაშვილის ტრანსფერში ვალენსიას 40 მილიონი ევრო გადაუხადეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქართველი სქაუზერების მომავლის დიდი ნაწილია.

FACEBOOK კომენტარები