ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა, იური სიომინმა „ჩელსისთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში, პსჟ-ს გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის შესახებ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.
"საჭიროა მივულოცოთ ხვიჩას ის, რომ „ჩელსისთან“ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია, შეცვლაზე შევა თუ თავიდანვე დაიწყებს თამაშს, თავის კლასს აჩვენებს. განსაზღვრულ დონეზე დაბლა არ ეშვება. „ჩელსისთან“ მოგება პსჟ-ს მომდევნო ეტაპზე გასვლის დიდ შანსს აძლევს, თუმცა ადვილი დაპირისპირება ლონდონშიც არ იქნება.
ხვიჩამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია და პარიზულ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა. უბრალოდ, პსჟ ისეთი კლუბია, სადაც მატჩების 100%-ს არავინ თამაშობს. ტრავმების კი არა, როტაციის გამო. ვფიქრობ, ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს (ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარების დღე), რათა იმ დროისთვის ყველანი იდეალურ მდგომარეობაში იყვნენ, რამეთუ სეზონის დასასრულს იდეალური ფიზიკური მზადყოფნა მართებთ“, - ციტირებს სიომინს „ჩამპიონატი“.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ