"კვარაცხელია დიდ მატჩებში სათამაშოდაა დაბადებული" - ფრანგი ჟურნალისტი "კვარაცხელია დიდ მატჩებში სათამაშოდაა დაბადებული" - ფრანგი ჟურნალისტი » Footballnews "კვარაცხელია დიდ მატჩებში სათამაშოდაა დაბადებული" - ფრანგი ჟურნალისტი
გათიშვა

"კვარაცხელია დიდ მატჩებში სათამაშოდაა დაბადებული" - ფრანგი ჟურნალისტი

"კვარაცხელია დიდ მატჩებში სათამაშოდაა დაბადებული" - ფრანგი ჟურნალისტი
2 საათის და 36 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

გავლენიანი ფრანგული გამოცემის, LeParisien-ის ჟურნალისტმა, დომინიკ სევერაკმა ჩელსისთან განმეორებითი მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"ხვიჩა ნამდვილი „ცხოველია“ - და ეს ჩემი მხრიდან პოზიტიური შეფასებაა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც დიდ მატჩებში სათამაშოდაა დაბადებული.

მანამდე აღვნიშნე, რომ ბარკოლა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია საჯარიმოს გარეთ, თუმცა კვარა, უბრალოდ, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მას ყველაფერი აქვს. შესაძლოა, ცოტა სტაბილურობა აკლია (თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ის თავად ირჩევს კონკრეტულ მატჩებს, რაც დიდ ფეხბურთელებს ახასიათებთ), თუმცა, სხვა მხრივ, ის ისეთივე კლასისა და დონისაა, როგორც ოლისე, ლუის დიასი, იამალი, რაფინია თუ ვინისიუსი, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული სათამაშო სტილი აქვს“.

FACEBOOK კომენტარები