"არ დაგავიწყდეთ, კვარამ და ოსიმენმა ნაპოლი მეათე ადგილზე გაიყვანეს" - ანტონიო კონტეს "არ დაგავიწყდეთ, კვარამ და ოსიმენმა ნაპოლი მეათე ადგილზე გაიყვანეს" - ანტონიო კონტეს » Footballnews "არ დაგავიწყდეთ, კვარამ და ოსიმენმა ნაპოლი მეათე ადგილზე გაიყვანეს" - ანტონიო კონტეს
გათიშვა

"არ დაგავიწყდეთ, კვარამ და ოსიმენმა ნაპოლი მეათე ადგილზე გაიყვანეს" - ანტონიო კონტეს

"არ დაგავიწყდეთ, კვარამ და ოსიმენმა ნაპოლი მეათე ადგილზე გაიყვანეს" - ანტონიო კონტეს
2 საათის და 16 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას დროინდელი ნაპოლი გაიხსენა:

"ბოლო შვიდი თვის განმავლობაში არაჩვეულებრივი იყო ის, რომ ტრავმებთან დაკავშირებით მძიმე სიტუაციის მიუხედავად, საუკეთესო გუნდებს შორის მუდმივად დავრჩით.

ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად ვიბრძვით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სატურნირო ცხრილში მდევრები ახლოს არიან, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და მივაღწიოთ ამ მიზანს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება.

ასევე მოვიგეთ იტალიის სუპერთასი. არ დაგვავიწყდეს, რომ იმ ნაპოლის, რომელიც მეათე ადგილზე გავიდა [2023/24 წლების სეზონში], ჰყავდა ოსიმენი, კვარა და ჟელინსკი. ჩვენ ეს ფეხბურთელები 80 მილიონ ევროდ გავყიდეთ...

იტალიის ჩემპიონატი ძალიან რთულია, საკმარისად უნდა დავაფასოთ ის, რასაც ვაკეთებთ, ჩვენს სიტუაციაში შეიძლებოდა ჩავარდნა დაგვწყებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად, აქ ვართ და ვიბრძვით. არაფერი არ უნდა ჩაითვალოს უბრალო მიღწევად, წინ კიდევ 9 თამაშია და ფეხბურთელები უნდა დაგვიბრუნდნენ", - განაცხადა კონტემ.

FACEBOOK კომენტარები