"ოსიმენი არ ვარჯიშობდა, კვარა უკმაყოფილო იყო..." - კალცონამ ნაპოლიში ყოფნის დრო გაიხსენა "ოსიმენი არ ვარჯიშობდა, კვარა უკმაყოფილო იყო..." - კალცონამ ნაპოლიში ყოფნის დრო გაიხსენა » Footballnews "ოსიმენი არ ვარჯიშობდა, კვარა უკმაყოფილო იყო..." - კალცონამ ნაპოლიში ყოფნის დრო გაიხსენა
გათიშვა

"ოსიმენი არ ვარჯიშობდა, კვარა უკმაყოფილო იყო..." - კალცონამ ნაპოლიში ყოფნის დრო გაიხსენა

"ოსიმენი არ ვარჯიშობდა, კვარა უკმაყოფილო იყო..." - კალცონამ ნაპოლიში ყოფნის დრო გაიხსენა
2 საათის და 48 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ნაპოლის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.

იტალიელმა სპეციალისტმა 2023/24 წლების სეზონი გაიხსენა, როცა მან რთულ მდგომარეობაში მყოფი ნაპოლი ჩაიბარა.

სლოვაკეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდის იმდროინდელ ლიდერებზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა:

"კვარასა და ოსიმენს კლუბთან პრობლემები ჰქონდა. ოსიმენი არასდროს ვარჯიშობდა, კვარა კი უკმაყოფილო იყო... რა თქმა უნდა, არ ველოდი ასეთ დელიკატურ სიტუაციაში აღმოჩენას, მაგრამ მაინც შესანიშნავი გამოცდილება იყო, საიდანაც ბევრი რამ ვისწავლე. პრეზიდენტთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ჩემთვის მაინც დასანანია, რომ ცუდი სეზონი გვქონდა", - თქვა კალცონამ.

FACEBOOK კომენტარები