ლივერპულის ყოფილმა მეკარემ, ბრედ ფრიდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში ალისონი შეაქო და გიორგი მამარდაშვილიც ახსენა:
"რა მაგარი მეკარეა ალისონი! ფანტასტიკური ტალანტია და ეჭვგარეშეა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ბედნიერი ვარ, რომ ერთი წლით კონტრაქტი გაუხანგრძლივეს. ალისონის შეცვლა ძალიან რთული იქნება.
მართალია, რამდენიმე ტრავმა მიიღო და თამაშები გამოტოვა, მაგრამ როცა ასეთი ტოპ დონის მეკარე გყავს, გინდა, რომ ის რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნო. დიახ, კლუბმა უნდა დაიწყოს - თუ უკვე არ დაუწყია - ახალი პირველი ნომრის ძებნა, როცა ალისონი წასვლას გადაწყვეტს, მაგრამ ამ ეტაპზე ის ჩემთვის უპირობოდ პირველი მეკარეა.
რაც შეეხება მამარდაშვილს, რთული სათქმელია, რამდენად კარგი გოლკიპერი შეიძლება გახდეს. მას ბევრი მატჩი არ ჩაუტარებია და რაც ვნახეთ, გამოჩნდა, რომ დრო აუცილებლად სჭირდება.
რა დონეს შეუძლია მიაღწიოს? მთავარია, საკუთარ შეცდომებს როგორ უმკლავდები. შეგიძლია სწრაფად დაბრუნება და შეცდომებზე სწავლა? შეგიძლია ზედიზედ ჩატარებულ პრემიერ ლიგის შეხვედრებს გაუძლო? შეგიძლია ჩემპიონთა ლიგის მატჩებს გაუძლო? დღესდღეობით ეს ყველაფერი მეკარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა აჩვენო, რომ სტაბილურ დონეზე თამაში შეგიძლია.“
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ