"მიზეზი რის გამოც კვარა ასეთი მაგარია ეს არის" - ვილიამ პაჩომ ქართველის საიდუმლო გაამჟღავნა "მიზეზი რის გამოც კვარა ასეთი მაგარია ეს არის" - ვილიამ პაჩომ ქართველის საიდუმლო გაამჟღავნა » Footballnews "მიზეზი რის გამოც კვარა ასეთი მაგარია ეს არის" - ვილიამ პაჩომ ქართველის საიდუმლო გაამჟღავნა
გათიშვა

"მიზეზი რის გამოც კვარა ასეთი მაგარია ეს არის" - ვილიამ პაჩომ ქართველის საიდუმლო გაამჟღავნა

"მიზეზი რის გამოც კვარა ასეთი მაგარია ეს არის" - ვილიამ პაჩომ ქართველის საიდუმლო გაამჟღავნა
2 საათის და 16 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

პარი სენ-ჟერმენის ცენტრალურმა მცველმა, ვილიამ პაჩომ ლივერპულთან 2:0 გამარჯვების შემდეგ გამოცემა TNT Sport-თან ინტერვიუ ჩაწერა.

ფრანგ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჰკითეს:

"კვარას გოლი ალბათ ნახე. ორივე გოლი ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ კვარაცხელიას გოლი განსაკუთრებული იყო. მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია, როგორია ასეთი ფეხბურთელის წინააღმდეგ ვარჯიშზე თამაში. რას იტყვი მასზე?“

პაჩოს პასუხი:

"კი, კი. ზოგჯერ მის წინააღმდეგ დაცვაში თამაში წარმოუდგენელია - ცრუმოძრაობებს აკეთებს და უბრალოდ ტყუვდები, თუმცა როცა საკუთარი თვალით ვუყურებ, როგორ თამაშობს, ეს ალბათ მეხმარება, უკეთესი ფეხბურთელი გავხდე. რა საოცარი გოლი გაიტანა!

ვფიქრობ, კვარაცხელია საოცარ დონეზე იმყოფება. ძალიან გვეხმარება როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. როგორც უკვე ვთქვი, ეს ყველაფერი მოდის იმ თავდადებიდან, რომელიც მას აქვს და რომელიც პარი სენ-ჟერმენის ყველა ფეხბურთელს აქვს გუნდის მიმართ.“

FACEBOOK კომენტარები