ალისონი ტრანსფერზე თანახმაა! - რომელ კლუბში მიდის ბრაზილიელი ალისონი ტრანსფერზე თანახმაა! - რომელ კლუბში მიდის ბრაზილიელი » Footballnews ალისონი ტრანსფერზე თანახმაა! - რომელ კლუბში მიდის ბრაზილიელი
გათიშვა

ალისონი ტრანსფერზე თანახმაა! - რომელ კლუბში მიდის ბრაზილიელი

ალისონი ტრანსფერზე თანახმაა! - რომელ კლუბში მიდის ბრაზილიელი
4 საათის და 42 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

გავრცელებული ცნობებით, ტურინის „იუვენტუსი“ გიორგი მამარდაშვილის კონკურენტის, ალისონ ბეკერის დამატებით არის დაინტერესებული. 

„ბიანკონერის“ სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით La Gazzetta dello Sport-მა ახალი ინფორმაცია გაავრცელა და გვაუწყა, რომ „ბებერმა ქალბატონმა“ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. 

როგროც ირკვევა, "იუვენტუსსა" და ალისონს შორის სამწლიან ხელშეკრულებაზე დიალოგი უკვე შედგა. 

მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა, მაგრამ ბრაზილიელის წარმომადგენლებთან დაკავშირება დასტურია იმისა, რომ ტურინელებს ალისონის გადაბირება სერიოზულად სურთ. 

La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით, საუბარია 2026 წლის ზაფხულში ტრანსფერზე. „ენფილდის“ დასატოვებლად და იტალიაში გადასასვლელად ალისონიც მზადაა. 

მისმა აგენტებმა თავიანთი კლიენტის პოზიცია „იუვეს“ წარმომადგენლებს შეატყობინეს კიდეც. „ბებერ ქალბატონს“ გამოცდილი და მაღალი დონის მეკარის დამატება სურს და საწყისი კონტაქტის შემდეგ იმედიანადაა განწყობილი. 

ცნობისთვის, ალისონს ლივერპულთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, მაგრამ კლუბმა მასთან ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა.


FACEBOOK კომენტარები