"მისი ყურება ძალიან მსიამოვნებს" - პასტორე კვარაცხელიაზე "მისი ყურება ძალიან მსიამოვნებს" - პასტორე კვარაცხელიაზე » Footballnews "მისი ყურება ძალიან მსიამოვნებს" - პასტორე კვარაცხელიაზე
გათიშვა

"მისი ყურება ძალიან მსიამოვნებს" - პასტორე კვარაცხელიაზე

"მისი ყურება ძალიან მსიამოვნებს" - პასტორე კვარაცხელიაზე
4 საათის და 50 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

პარი სენ-ჟერმენის ყოფილმა ფეხბურთელებმა, ხავიერ პასტორემ და ჟერემი მენეზმა ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრეს.

პასტორე:

"ის ძალიან ძლიერი და სწრაფია, ბურთს კი დაუჯერებლად ურტყამს. ვგავართ თუ არა ერთმანეთს? ვფიქრობ, ჩვენ განსხვავებული სათამაშო სტილი გვაქვს, მაგრამ მისნაირი ფეხბურთელების ყურება ძალიან მსიამოვნებს.“

მენეზი:

"როდესაც მარცხენა ფლანგზე თამაშობს, ძალიან არაპროგნოზირებადია. ისიც მართალია, რომ მის ფეხბურთში გარკვეულწილად საკუთარ თავსაც ვხედავ. სისწრაფის, ტექნიკისა და თამაშის მანერის გამო - ძალიან მომწონს ეს ფეხბურთელი.“

FACEBOOK კომენტარები