რა შემთხვევაში გადავა კვარა პრემიერლიგაში და რას გეგმავს პსჟ ზაფხულში რა შემთხვევაში გადავა კვარა პრემიერლიგაში და რას გეგმავს პსჟ ზაფხულში » Footballnews რა შემთხვევაში გადავა კვარა პრემიერლიგაში და რას გეგმავს პსჟ ზაფხულში
გათიშვა

რა შემთხვევაში გადავა კვარა პრემიერლიგაში და რას გეგმავს პსჟ ზაფხულში

რა შემთხვევაში გადავა კვარა პრემიერლიგაში  და რას გეგმავს პსჟ ზაფხულში
1 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი სოხაძე

საფეხბურთო გამოცემა Talksport ასტონ ვილას ახალგაზრდა ფეხბურთელის, მორგენ როჯერსით დაინტერესებული კლუბების შესახებ წერს.

წყაროს ცნობით, სიაში პარი სენ-ჟერმენიცაა. როგორც ირკვევა, ლუის ენრიკეს 23 წლის მოთამაშე ძალიან მოსწონს.

თუმცა საქმე მარტივად არ არის - როჯერსს ვილანებთან კონტრაქტი 2031 წლამდე აქვს გაფორმებული. კლუბი მას 80 მილიონ ფუნტზე იაფად არ დათმობს.

გამოცემა ასევე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც წერს, რომლითაც არსენალი ინტერსდება:

"მეთოფეები გორდონსა და კვარაცხელიას განიხილავენ. ენტონი „ბაიერნის“ რადარზეც იმყოფება, „პარი სენ-ჟერმენს“ კი ქართველი გარემარბის გაშვება არ სურს, რის გამოც მისი ტრანსფერის დახურვა ძალიან რთული იქნება“.

როგორც იწერება, პარიზელები ზაფხულში როჯერსის შეძენას ეცდებიან, თუმცა ხვიჩას გაყიდვა მაინც არ იგეგმება.

FACEBOOK კომენტარები