"არავის სჯეროდა, როცა კვარაზე ვთქვი, რომ..." - ანტონიო კასანო მართალი აღმოჩნდა "არავის სჯეროდა, როცა კვარაზე ვთქვი, რომ..." - ანტონიო კასანო მართალი აღმოჩნდა » Footballnews "არავის სჯეროდა, როცა კვარაზე ვთქვი, რომ..." - ანტონიო კასანო მართალი აღმოჩნდა
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

"არავის სჯეროდა, როცა კვარაზე ვთქვი, რომ..." - ანტონიო კასანო მართალი აღმოჩნდა

"არავის სჯეროდა, როცა კვარაზე ვთქვი, რომ..." - ანტონიო კასანო მართალი აღმოჩნდა
18 საათის და 19 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით ისაუბრა:

"როდესაც ვამბობდი, რომ კვარა იყო ლეაოზე ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარი, ხალხი მეწინააღმდეგებოდა. დღეს, ლუის ენრიკეც ამბობს, რომ ერთ-ერთია, ვინც ოქროს ბურთი უნდა მოიგოს.

მუნდიალი რომ არ იყოს, მას ოქროს ბურთსაც მივცემდი. იმის გამო, რასაც აკეთებს, არა ტულუზთან, კიევოსთან ან სან მარტინეზესთან, არა, არა… ხედავთ, მერვედფინალში, მეოთხედფინალში, ნახევარფინალში რას აკეთებს? ფიზიკური ძალა, დრიბლინგი, გოლი, ყველაფერი შეუძლია.

დღეს, ალბათ, ლუის დიასთან ერთად მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა გარემარბია. და, მე როდესაც ვამბობდი, რომ ძალიან მაგარი იყო, ხალხს არ სჯეროდა, მაგრამ კვარა სხვა დონეზე იყო ლეაოსთან შედარებით".

FACEBOOK კომენტარები