"ვულოცავ არსენალს პრემიერ ლიგის მოგებას, მაგრამ..." - კვარას განცხადება ფინალის წინ "ვულოცავ არსენალს პრემიერ ლიგის მოგებას, მაგრამ..." - კვარას განცხადება ფინალის წინ » Footballnews "ვულოცავ არსენალს პრემიერ ლიგის მოგებას, მაგრამ..." - კვარას განცხადება ფინალის წინ
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

"ვულოცავ არსენალს პრემიერ ლიგის მოგებას, მაგრამ..." - კვარას განცხადება ფინალის წინ

"ვულოცავ არსენალს პრემიერ ლიგის მოგებას, მაგრამ..." - კვარას განცხადება ფინალის წინ
2 საათის და 19 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ხვიჩა კვარაცხელია უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალთან“ შეხვედრის შესახებ კომენტარს აკეთებს: 

„პირველ რიგში, ვულოცავ „არსენალს“ პრემიერ ლიგის მოგებას. მათ მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ იასპარეზეს.

მათი დაცვა, ორგანიზებულობა, დისციპლინა - ვფიქრობ, სწორედ ამან მოუტანა მათ ტიტული. ისინი ძალიან რთულად გასატეხი გუნდია და პატივი უნდა ვცეთ იმ სამუშაოს, რომელიც მიკელ არტეტამ იქ გასწია.

მაგრამ ეს „პარი სენ-ჟერმენი“ სხვაა.

ჩვენ ვუტევთ, ვიცავთ თავს, ვპრესავთ, ვაკონტროლებთ თამაშებს და შეგვიძლია მეტოქეს უამრავი გზით ვავნოთ. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მატჩების ბედის გადაწყვეტა წამებში შეუძლიათ, და საკუთარი თავის სრულიად გვჯერა.

მთელი მსოფლიო ჩვენგან ელის ამ ფინალის მოგებას და, გულახდილად რომ ვთქვა, საკუთარი თავისგან ჩვენც იმავეს ველოდებით.

„არსენალი“ შესანიშნავი გუნდია, ეჭვგარეშეა… მაგრამ ჩვენ აქამდე იმისთვის არ მოვსულვართ, რომ ფინალურ ბარიერზე დავეცეთ.

ფინალში ისტორიის დასაწერად მივდივართ და გვჯერა, რომ თასი ჩვენთან ერთად წამოვა“.

FACEBOOK კომენტარები