"სწორედ ამ 2 უნარის წყალობითაა კვარა ასეთი მაგარი" - ანდრე პირლო "სწორედ ამ 2 უნარის წყალობითაა კვარა ასეთი მაგარი" - ანდრე პირლო » Footballnews "სწორედ ამ 2 უნარის წყალობითაა კვარა ასეთი მაგარი" - ანდრე პირლო
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

"სწორედ ამ 2 უნარის წყალობითაა კვარა ასეთი მაგარი" - ანდრე პირლო

"სწორედ ამ 2 უნარის წყალობითაა კვარა ასეთი მაგარი" - ანდრე პირლო
4 საათის და 12 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ლეგენდარულ ყოფილ იტალიელ ფეხბურთელს, ანდრეა პირლოს ერთ-ერთი ინტერვიუში მომავალი ლიგის ფინალის შესახებ ისაუბრა.

მას ასევე კონკრეტულად ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც დაუსვეს კითხვა:

ჟურნალისტი: "სერია A-ში ვარსკვლავები თამაშობენ, მაგრამ იტალიაში არ რჩებიან. მაგალითად, კვარა, რომელიც ნაპოლიდან პარი სენ-ჟერმენში გადავიდა, სადაც ახლა ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას უმიზნებს. მისი შენარჩუნება შეუძლებელი იყო?“

პირლო: "დღეს ამის გაფიქრებაც შეუძლებელია. სწორია, რომ კვარა იმ თანხას გამოიმუშავებს, რასაც უხდიან და გამართლებულია ის თანხაც, რაც პარი სენ-ჟერმენს მისი ტრანსფერი დაუჯდა. სხვა კლუბებს უფრო მეტი შანსი და ფინანსები აქვთ, რომ კონკრეტული ფეხბურთელები გაიფორმონ და ისინი განავითარონ. ჩვენი კლუბები არ არიან იმ დონეზე, რომელზეც სხვა ჩემპიონატის წარმომადგენლებთან კონკურენციის გაწევა შეუძლიათ.“

ჟურნალისტი: "ჩემპიონთა ლიგის ფინალში, პარი სენ-ჟერმენის რიგებში განსხვავებას ვინ შექმნის?“

პირლო: "მჯერა, ხვიჩა კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც გარდატეხის შეტანა შეუძლია, განსაკუთრებით, ერთი ერთზე თამაშის უნარისა და ბოლო პასებისას და დარტყმებისას ეფექტურობის წყალობით.“

FACEBOOK კომენტარები